პენიცილიუმი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| პენიცილიუმი | ||||
|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||
|
||||
| ლათინური სახელი | ||||
| Penicillium | ||||
| დაცვის სტატუსი | ||||
|
|
პენიცილიუმი (Penicillium), უსრულო სოკოების გვარი. მოიცავს 250-მდე სახეობას, რომელთაგანაც ზოგიერთს ჩანთიანი სტადია ახასიათებს და ამის გამო პლექტას კალესნაირთა რიგს ეკუთვნის. მიცელიუმზე ვითარდება ფუნჯისებრ დატოტვილი კონიდიათმტარები, რომელზედაც წარმოიქმნება უფერული კონიდიუმების ძეწკვი. პენიცილიუმის სახეობები საპროფიტებია, გავრცელებულია ყველგან, განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა ნიადაგში. ვითარდებიან მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე და აფუჭებენ მათ. ასეთია., მაგ., ციტრუსების ნაყოფის მწვანე ობი და სხვა. პენიცილიუმის ზოგიერთი სახეობა (Penicillium chrysogenum და Penicillium notatum) პენიცილინის მისაღებად გამოიყენება, ზოგი (Penicillium camemberti და Penicillium roqueforti) — მეტყეობაში.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 8, გვ. 17, თბ., 1984
სტატიის