პენინის მთები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პენინის მთები
Pennine scenery.jpg
პენინის მთების ტიპური ლანდშაფტი
ადგილმდებარეობა
კონტინენტი ევროპა
ქვეყანა დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
გეოგრაფია
სიგრძე 250 კმ
უმაღლესი წერტილი კროს-ფელი
სიმაღლე 893 

პენინის მთები (ინგლ. Pennines) — მთები დიდი ბრიტანეთის კუნძულზე. სიგრძე დაახლოებით 250 კმ, სიმაღლე 893 მ-მდე (მთა კროს-ფელი). უმთავრესად აგებულია კირქვებითა და ქვიშაქვებით. თხემი პლატოსებრია, დასავლეთი კალთები — ციცაბო, აღმოსავლეთი — უფრო დამრეცი. პენინის მთებს ზოგჯერ არასწორად უწოდებენ მთათა ჯაჭვს. ბორცვები დაყოფილია მრავალრიცხოვანი წვრილი ხეობებით. ფაქტობრივად ქმნის ჩრდილოეთ და სამხრეთ წყალგამყოფს. მდინარეების ერისა და რაიბლის მეშვეობით პენინის მთები იყოფა ორ ძირითად ნაწილად. ჩრდილოეთი ნაწილი სამხრეთ ნაწილთან შედარებით უფრო განიერია და მაღალი. გავრცელებულია მანანიანი, ტორფნარი და მდელო. ქვედა სარტყელში მეჩხერი ტყეა. განვითარებულია ტურიზმი. პენინის მთების გარკვეული ნაწილი უკავია პიკ-დისტრიქტის ეროვნულ პარკს. არის იორკშირის ქვანახშირის აუზი. განვითარებულია სოფლის მეურნეობა. ხეობებში არის პატარა დასახლებული პუნქტები. 1965 წელს პენინის მთებში გაიხსნა „პენინის გზა“, რომელიც 429 კმ-ზეა გადაჭიმული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]