პელოპიდა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
პელოპიდა (ბერძნ. Πελοπίδας; დ. დაახ. ძვ. წ. 410, თებე – გ. ძვ. წ. 364), ძველი ბერძენი პოლიტიკური მოღვაწე და მხედართმთავარი. ანტისპარტული დემოკრატიული გადატრიალების ერთ-ერთი ორგანიზატორი (379). მისი მეთაურობით თებელებმა რამდენიმე დამარცხება აგემეს სპარტელებს, ხოლო 371 წელს ლევქტრასთან გაანადგურეს. 369 წელს იბრძოდა მაკედონიის წინააღმდეგ. დაიღუპა კინოსკეფალესთან (თესალია) ბრძოლაში. მისი ცხოვრება აღწერილი აქვთ პლუტარქესა და კორნელიუს ნეპოს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 14, თბ., 1984 წელი.
|
|||||