პელიკოზავრები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პელიკოზავრები
Dimetrodon gigashomog DB.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ქვეწარმავლები
რიგი: პელიკოზავრები
ლათინური სახელი
Pelycosauria
დაცვის სტატუსი

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


პელიკოზავრები (Pelycosauria), მხეცისმაგვარი ქვეწარმავლების რიგი. ახლოს იდგნენ კოტილოზავრებთან. მათი სხეულის სიგრძე 1-6 მ აღწევს. უკანა კიდურები წინაზე გრძელი ჰქონდათ, ქალა — მაღალი და ვიწრო, კბილები — კონუსური. ტანის მალების მახვილისებური მორჩი ზოგს (მაგ., დიმეტროდონი) ძალზე წაგრძელებული ჰქონდა და ზედ ზურგის ალქანი იყო გაჭიმული. ბევრ მათგანს მუცლის ნეკნებიც გააჩნდა. პელიკოზავრების უმეტესობა მტაცებელი, ზოგი მწერიჭამია, ზოგი კი ბალახით მკვებავი იყო. ცხოვრობდნენ ხმელეთზეც და წყალშიც. მათი ნაშთები ცნობილია აშშ-ის, გერმანიის, სამხრეთ აფრიკის და ყოფილ სსრკ-ის გვიანდელი კარბონული და პერმული ნალექებიდან.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • მჭედლიძე გ., ქსე, ტ. 8, გვ. 14, თბ., 1984
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე