პეკინის მეტროპოლიტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეკინის მეტროპოლიტენი
ინფორმაცია
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ქალაქი პეკინი
გახსნის თარიღი 1 ოქტომბერი 1969 წ.
ხაზის სიგრძე 200 კმ.
სადგურთა რაოდენობა 123
ხაზთა რაოდენობა 8
მგზავრები დღეში 3 400 000
მგზავრები წელიწადში 1 241 850 000
ხაზების სქემა

პეკინის მეტროპოლიტენი (ჩინ.: 北京地铁, 北京地鐵) — პეკინის სატრანსპორტო სისტემა; ჩინეთი. მოქმედებს 1969 წლიდან (პირველია ქვეყანაში). დღეისათვის 123 სადგური მუშაობს 8 ხაზზე, საერთო ჯამში კი 16 ხაზია დაგეგმილი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეკინის მეტროს აშენების წინადადება 1953 წელს გაჟღერდა ქალაქდაგეგმარების კომიტეტიდან და საბჭოთა კავშირელ ექსპერტთა მხრიდან. კორეის ომის დასასრულ ჩინეთის ლიდერებმა საშინაო საქმეების აღდგენისკენ აიღეს კურსი. ხელისუფლებას სურდა პეკინის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აქტივობა გაეზარდა, თუმცა, მეტროს არსებობა როგორც სამოქალაქო თავდაცვის საუკეთესო საშუალებისა, ასევე ჯეროვნად იქნა შეფასებული. კარგად იქნა შესწავლილი მოსკოვის მეტრო, როგორც თავდაცვისა და სამხედროთა გადაყვანის სისტემა ქალაქთან ბრძოლის დროს და პეკინის მეტროს მშენებლობაც ანალოგიური მიზნებით დაიგეგმა. ჩინეთში ექსპერტების ნაკლებობის გამო მეტროს აშენების საბჭოური და აღმოსავლეთ გერმანული მოდელი გამოიყენეს. 1953-60 წლებში ათასობით ჩინელი სტუდენტი გაიგზავნა საბჭოთა კავშირში მეტროს მშენებლობის შესასწავლად. 1954 წელს საბჭოთა სპეციალისტები მიიწვიეს პეკინში მეტროს დასაგეგმად.

ადრეული გეგმით პეკინის მეტრო 7 ხაზისა და 114 სადგურისგან უნდა შემდგარიყო 174 კმ სიგრძის მარშრუტზე. თუმცა, საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის გაუარაესებულმა ურთიერთობამ მეტროს აშენების პროცესი შეაფერხა. 1961 წელს საბჭოთა სპეციალისტებმა ჩინეთიდან გასვლა დაიწყეს, 1963 წელს კი საერთოდ უკან იქნენ გაწვეულნი. მეტროს მშენებლობის დოკუმენტს ხელი საბოლოოდ მაო ძედუნის მიერ 1965 წელს მოეწერა.

მეტროპოლიტენის გახსნა 1969 წელს მოხდა. დამატებითი სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებას კიდევ ორი წელიწადი დასჭირდა საბოლოოდ ექსპლუატაციაში 1971 წელს შევიდა.

ხაზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხაზი და ფერი საბოლოო (უბანი) თარიღი
გახსნა
უკანასკნელი
გაფართოება
სიგრძე (კმ) სადგურები
(მათ შორის მიწისზემოთ)
გადაჯდომა
ხაზი 1 Pingguoyuan (Shijingshan) — Sihuidong (Chaoyang) 1981 2006 30.4 23 (2) 2, 5, ბატუნი
ბატუნი Sihui (Chaoyang) — Tuqiao (Tongzhou) 1999 2000 18.9 13 (13) 1
ხაზი 2 (წრიული) წრიული ხაზი გადის პეკინის სადგურის გავლით (Dongcheng) 1981 1987 23.1 18 (0) 1, 5, 13
ხაზი 5 Tiantongyuanbei (Changping) — Songjiazhuang (Fengtai) 2007 27.6 23 (7) 1, 2, 13
ხაზი 8 ოლიპიური ტოტი Beitucheng Lu Forest Park (Chaoyang) 19 ივლისი 2008 4.5 4 (0) 10
ხაზი 10 Bagou ( Haidian) — Jinsong (Chaoyang) 19 ივლისი 2008 24.7 22 (0) 1, 5, 8 ოლიმპიური ტოტი, 13
ხაზი 13 Xizhimen (Xicheng)- Dongzhimen (Dongcheng) 2004 40.9 16 (14) 2, 5
ხაზი აეროპორტამდე Dongzhimen (Dongcheng)- Capital Airport (Chaoyang) 19 ივლისი 2008 28.5 4 (2) 2, 10, 13

გადახდის სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთი მგზავრობა, მანძილის მიუხედავად, ღირს 2 იუანი, გარდა აეროპორტში მიმავალი ხაზისა, სადაც მგზავრობის ღირებულება 25 იუანია. გადახდა ვარდისფერი ბილეთებით ან მაგნიტური ბარათებით წარმოებს, რომელთა შევსებაც ხდება და ბარათების გამოყენება შესაძლებელია მიწისზედა ტრანსპორტშიც (როგორც თბილისის მეტროსა და მიწისზედა ტრანსპორტში). არსებობს ერთთვიანი სამგზავრო ბარათებიც.

უფროსს უფლება აქვს 120 სმ-მდე სიმაღლის ბავშვი გაატაროს უფასოდ .

მუშაობის გრაფიკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეტროპოლიტენი მუშაობს დილის 5 საათიდან 22:45-მდე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]