პეითო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პეითო, ასევე პითო (ბერძნ. Πειθώ „დარწმუნება“) — ძველბერძნულ მითოლოგიაში ოკეანისა და ტეფიდას ქალიშვილი; ცდუნების ქალღმერთი, აფროდიტეს თანმხლები, კომპანიონი. მისი სახელის რომაული ვარიანტია სუადელა. მისი თაყვანისცემის კულტი შემოღებული აქვს თესევსს. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, მას დაურწმუნებია მედეა მიეტოვებინა სამშობლო.