პედრო დე ვალდივია
|
პედრო დე ვალდივია |
||
|---|---|---|
| დაბადების თარიღი | 1497 ან 1500 | |
| დაბადების ადგილი | ბადახოსი, ესპანეთი | |
| გარდაცვალების თარიღი | 1 იანვარი, 1554 | |
| გარდაცვალების ადგილი | ტუკაპელი, ჩილე | |
| ეროვნება | ესპანელი | |
პედრო დე ვალდივია (ესპ. Pedro de Valdivia) – ესპანელი კონკისტადორი, ჩილეს პირველი გუბერნატორი.
სექციების სია |
ბიოგრაფია[რედაქტირება]
პედრო დე ვალდივია დაიბადა ესპანეთის ქალაქ ბადახოსში, აზნაურის (იდალგოს) ოჯახში. 1520-1521 წწ. იბრძოდა კარლ V-ის არმიის შემადგენლობაში ფლანდრიაში, ხოლო შემდეგ 1525 წლამდე იტალიაში. ევროპული ომების შემდეგ გაემგზავრა სამხრეთ ამერიკაში, სადაც გახდა აქტიური მონაწილე ფრანსისკო პისაროს პერუში (1532—1536) და დიეგო დე ალმაგროს ჩილეში (1535—1537) ლაშქრობისა.
გუბერნატორობა[რედაქტირება]
1540 წელს დაინიშნა ესპანეთის კოლონია ჩილეს პირველ გუბერნატორად. თავისი გუბერნატორობის დროს დააარსა მთელი რიგი ქალაქებისა:
- სანტიაგო (1541)
- ლა-სერენა (1544)
- კონსეფსიონი (1550)
- ლა-იმპერიალი (1551)
- ვალდივია (1552)
მისი მმართველობის დროს ჩილეს ტერიტორია გაიზარდა ატაკამის სამხრეთიდან, ვალდივიამდე და კ. ჩილოემდე.
გარდაცვალება[რედაქტირება]
1550-იანი წლების დასაწყისში დაიწყო შეტევა სამხრეთით მაპუჩეს (არაუკანები) ხალხის წინააღმდეგ. 1553 წელს ვალდივია ტყვედ ჩავარდა. იგი ინდიელებს დაპირდა მიწების დაბრუნებას თუკი მას გაათავისუფლებდნენ, მაგრამ მიუხედავად დაპირებისა იგი სიკვდილით დასაჯეს.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- Pedro de Valdivia (Spanish). Vi-E Educación al día. წაკითხვის თარიღი: 15 ოქტომბერი 2008.
- Pedro de Valdivia (Spanish). Biografía de Chile. წაკითხვის თარიღი: 16 იანვარი 2009.
სტატიის