პაცკუარო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
პაცკუარო (ესპ. Lago de Pátzcuaro) – ტბა მექსიკაში, მიჩოაკანის შტატში, პაცკუაროს მუნიციპალიტეტში.
იგი მდებარეობს ჩაკეტილ აუზში, რომლის ფართობიც 929 კვადრატულ კილომეტერს შეადგენს. ტბა გადაჭიმულია აღმოსავლეთიდან დასავლეთით 50 კმ-ზე და ჩრდილოეთიდან სამხრეთით 33 კმ-ზე. მდებარეობს ზღვის დონიდან 1, 920 მეტრზე და შემოსაზღვრულია ვულკანური მთებით. საშუალო სიღრმე შეადგენს 5 მეტრს, ხოლო მაქსიმალური 11 მეტრს. ტბის წყლის მოცულობა 580 მლნ კუბური მეტრია.[1]