პაჩული
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| პაჩული | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Pogostemon patchouli | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
პაჩული (Pogostemon patchouli), მრავალწლოვანი ტროპიკულ ბუჩქბალახი ტუჩოსანთა ოჯახისა. ნახევარსფეროს ფორმა აქვს, სიმაღლე 70-100 სმ აღწევს. ახასიათებს მონოპოდიალური დატოტვა. მთავარი ღერო სწორმდგომია, ფოთოლი — კვერცხისებრი, მუქი მწვანე, შიცავს 0,3% ეთერზეთს. მცენარე კარგად იზრდება 20°C-ზე მარალ ტემპერატურაზე. პაჩულის სამშობლოა ფილიპინის კუნძულები. გავრცელებულია ტროპიკული ჰავის ქვეყნებში. 1939 წლიდან მოჰყავთ აფხაზეთის ზღვისპირა სუბტროპიკულ ზონაში, აქ იგი ერთწლოვანია. ამრავლებენ კალმით. კალამს აფესვიანებენ სათბურში სექტემბერ-ოქტომბერში. მინდორში რგავენ მაისში. სპეციფ სურნელებისა და ფიქსატორული თვისებების გამო პარფიუმერიაში იყენებენ. მოსავალს იღებენ ოქტომბერში. 1 ჰა-ზე მოდის 4-6 ტ ნედლეული.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ჩიქვანაია ე., ქსე, ტ. 7, გვ. 715, თბ., 1984
სტატიის