პაუერ ტრიო

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯგუფი The Police 2007 წელს კონცერტზე.

პაუერ ტრიო როკ-ენ-როლის შემსრულებელი ჯგუფის ფორმატია, რომელიც პოპულარული 1960-იან წლებში გახდა. ტრადიციული პაუერ ტრიო შედგებოდა გიტარისტისგან, ბასისტისა და დრამერისაგან. გარეთ იყო დარჩენილი რიტმური გიტარა და კლავიშებიანი საკრავები, რომელთაც წარმატებით იყენებდნენ სხვა როკ-ჯგუფები ჟღერადობის აკორდებით შესავსებად. შესაძლოა პაუერ ტრიოში ერთ ან მეტ წევრს ემღერა, მაგრამ ისი თითქმის ყოველთვის ხაზს უსვამდნენ ინსტრუმენტულ შესრულებას და მის საერთო გავლენას ვოკალსა და ტექსტებზე.

პაუერ ტრიოს აღზევება 1960-იან წლებში შესაძლებელი გახადა, ნაწილობრივ, გამაძლიერებელი ტექნოლოგიის განვითარებამაც, რომელიც ელექტრო გიტარისა და ბას გიტარის ხმას მნიშვნელოვნად აძლიერებს. პირველი პაუერ ტრიოები გაჩნდნენ გვიანდელ 1960-იან ერაში ისეთი ბლუზ-როკ/ მძიმე როკ ჯგუფების სახით, როგორებიცაა The Jimi Hendrix Experience, კრიმი, Grand Funk Railroad და ჯეიმზ განგი. ჯგუფმა ბლუ ჩიარი, მისი ყველაზე პოპულარული კონფიგურაციით როგორც პაუერ ტრიო, ეს ფორმატი მას მერე გადაიღო, რაც ნახა ჯიმი ჰენდრიქსის შესრულება მონტერეის პოპ ფესტივალზე.[1] 1970-იანი წლების ცნობილი პაუერ ტრიოები მოიცავს კანადურ პროგ როკ ჯგუფ რაშს, ბრიტანულ მძიმე მეტალ ჯგუფ მოუტერჰედს, ჯემს, რობინ ტროუერს და ჯგუფს The Police. გამოჩნდნენ ასევე კლავიშზე ორიენტირებული პაუერ ტრიოები, რომლებიც იყენებდნენ ელექტრულ ორგანს (ან სინთეზატორს უკვე 1970-იან წლებში), მაგალითად Atomic Rooster, გიტარებით ნაკლებად დატვირთული ჯგუფები Soft Machine და The Nice, და პროგრესული როკ ჯგუფი Emerson, Lake & Palmer.

გვიანდელ 1980-იანებში პაუერ ტრიოები მოდიდან გამოვიდა პოსტ-პანკისა და ალტერნატიული როკის გაჩენის გამო. მიუხედავად ამისა, 1990-იან წლებში მრავალი ტრიო არსებობდა, გრანჟ ჯგუფი ნირვანა და პოპ-პანკ ჯგუფები Green Day და Blink-182. შემდგომ წლებში ტერმინის მნიშვნელობა გაფართოვდა და იგი იხმარებოდა ნებისმიერი ჟანრის სამ-კაციანი ჯგუფის მიმართ, მაგალითად, მიუზი.

ლიტერატურა [რედაქტირება]

სქოლიო [რედაქტირება]

  1. ვალე ჰამანაკას პორტრეტი/ვ. ვალე, ჯგუფ ბლუ ჩიარის თავდაპირველი კლავიში, რომელიც დანარჩენი ორი წევრის მსგავსად ჯგუფის გარეთ დარჩა, როცა ჯგუფმა გადაწყვიტა პაუერ ტრიოს ფორმატში დაკვრა.