პატერდეილ-ტერიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატერდეილ-ტერიერი
წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
თვისებები
წონა 5-6 კგ.
სიმაღლე 29,5-30,5 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
13-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

პატერდეილ-ტერიერი (ინგლ. Patterdale Terrier) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში XVIII საუკუნეში.

დიდი ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ თითქმის უცნობი პატერდეილ-ტერიერი უფრო ხშირად იორქშირის საგრაფოში გვხვდება. ამ ტერიერებს აშენებენ არა გარეგნული მონაცემების გამო, არამედ როგორც შესანიშნავ ვირთხის მჭერს, კურდღელზე და მელაზე მონადირეს. ძველ დროში ინგლისის ჩრდილოეთით მეძაღლეების კლუბის მიერ დადგენილი სტანდარტებით ძაღლების გამრავლებამ ძალიან შეამცირა ტერიერების მრავალფეროვნება, მაგრამ ქვეყნის ზოგიერთი მიყრუებული კუთხეების მცხოვრებლები ისევ ისე აგრძელებდნენ ძაღლების „უღიარებელი“ ჯიშების გამრავლებას. მათ რიცხვს მიეკუთვნება პატერდეილ-ტერიერიც.

ამ დამოუკიდებელი ხასიათის მქონე ძლიერ, ამტან ძაღლს ამრავლებენ ვირთხების დასახოცად და სანადიროდ. პატერდეილის ძარღვებში ბულტერიერის სისხლიცაა, ამიტომ ის ძალიან ბრაზიანია სხვა ძაღლებთან მუშაობისას, თუმცა ის ძალიან უშიშარია და დაუფიქრებლად ესხმის თავს მიწის ქვეშ ნებისმიერ ცხოველს. პატერდეილ-ტერიერს აქვს ძლიერი, პროპორციული სხეული, ძლიერი ფეხები, სამკუთხა ყურები. მისი ბალანი მოკლე და უხეშია, შეფერილობა შეიძლება იყოს ჟღალი, მავი ხორბლისფრით, ყავისფერი, შავი. მუქ თვალებს გამომცდელი მზერა ახასიათებთ. კარგად უძლებს სიცივეს და სიცხეს, ვერ ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას. ცუდად ეწყობა ბავშვებს და სხვა ძაღლებს, სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]