პატარა სან-სალვადორი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პატარა სან-სალვადორი ასევე ცნობილი, როგორც ჰალფ-მუნ-კეი (ინგლ. Half Moon Cay) — ბაჰამის არქიპელაგის ერთ-ერთი კუნძული. მდებარეობს კუნძულ ელიუთერასა და კეტის დაახლოებით შუა მონაკვეთში. სან-სალვადორი კერძო საკუთრებაა და კომპანია Holland America Line მფლობელობაშია, რომელიც თავის მხრივ Carnival corporation & plc.-ს ეკუთვნის. კომპანია კუნძულს რეგიონში მოცურავე საკრუიზო გემებისათვის პორტად იყენებს. Carnival Corp-მდე იგი კომპანია Norwegian Cruise Line-ს ეკუთვნოდა.

პატარა სან-სალვადორი ბაჰამის დედაქალაქ ნასაუდან 100 მილით სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. Holland America Line-მა კუნძული 1996 წლის დეკემბერში, 6 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. ამის შემდეგ, მოხდა კუნძულის 200 000 მ² ტერიტორიის განვითარება სულ არსებული 9,7 კმ²-დან. მთავარ მიზნად გამოცხადდა რაც შეიძლება საუკეთესო პირობების შენარჩუნება ადგილობრივი ველური ბუნების წარმომადგენელთათვის. ამავე დროს, კუნძული ზღვის ფრინველთა ბუდობის მნიშვნელოვანი ადგილია. პატარა სან-სალვადორის მიდამოებში წყალი ღრმა არაა და ვერ ხერხდება ნავმისადგომის მოწყობა, შესაბამისად, საკრუიზო გემებიდან მგზავრების გადმოსაყვანად და პირიქით, საჭიროა თანმხლები მომცრო გემების გამოყენება.[1]

ტურისტებისათვის კუნძულზე შესაძლებელ საქმიანობებს შორისაა ცურვა, მზის აბაზანების მიღება, დაივინგი, ჯეტ-სკი, ველოსიპედით სეირნობა და სნორკელინგი (წყალქვეშ ცურვა). ასევე შესაძლებელია წყალქვეშა თევზაობა, პარასეილინგი, მინის ძირიანი ნავებით სეირნობა და ბუნებაში გასეირნება. ქირავდება მრავალგვარი საწყლოსნო გასართობი, მათ შორის კატამარნები, აფრებიანი ნავები, სერფინგის დაფები და კაიაკები. მოწყობილია ფრენბურთისა და კალათბურთის მოედნები, შაფლბორდის სათამაშო მოედანი, ფიტნეს ბილიკები თავის სავარჯიშო სადგურებით, ფეხით სასიარულო ბილიკები, შესაძლებელია ცხენოსნობა.

კუნძულის პანორამა საკრუიზო გემ Carnival Pride-დან
კუნძულის პანორამა საკრუიზო გემ Carnival Pride-დან

გალერეა[რედაქტირება]


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

კოორდინატები: 24°34′26″N 75°57′07″W / 24.574° ჩ. გ. 75.952° დ. გ. / 24.574; -75.952