პატარა ომი (კუბა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატარა ომი
თარიღი 1879 წლის 26 აგვისტო - 1880
მდებარეობა კუბის დროშა კუბა
შედეგი ესპანეთის გამარჯვება
მხარეები
კუბის დროშა კუბა ესპანეთის დროშა ესპანეთი

პატარა ომი (ესპ. Guerra Chiquita) — მეორე ომი ესპანეთისგან კუბის დამოუკიდებლობისთვის, ათწლიან ომსა (1868—1878) და დამოუკიდებლობისათვის მესამე ომს (1895—1898) შორის, რომელიც გაგრძელდა ესპანეთ-ამერიკის ომით. ომი დაიწყო 1879 წლის 26 აგვისტოს და გაგრძელდა 1880 წლამდე ამბოხებულთა დამარცხებამდე.

ომი დაიწყო იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ათწლიანი ომი, და ბევრი თვალსაზრისით ეს მისი გაგრძელება იყო. «ზანხონის შეთანხმების» შედეგად ოპოზიციონერების უმრავლესობა გამორიცხეს პოლიტიკური პროცესებიდან. უმრავლესობა მათგანმა ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტა ლათინურ ამერიკაში, ევროპაში და აშშ-ში. ამდენად, კუბის ემიგრაცია უკიდურესად რადიკალიზებული იყო და მზად არ იყო ესპანეთთან კომპრომისზე წასვლაზე. ეს აისახა დიდი რაოდენობით რევოლუციური საზოგადოებების და პატრიოტული ხუნტების ჩამოყალიბებაში. კუბელი ემიგრანტები თავიანთ მდგომარეობას განიხილავდნენ როგორც დროებითს და ესპანეთთან ომისთვის ემზადებოდნენ. კალიქსტო გარსია განთავისუფლების შემდეგ გაემგზავრა ნიუ იორკში და სხვა რევოლუციონერებთან ერთად ჩამოაყალიბა კუბის რევოლუციური კომიტეტი, რომლის მიზანი იყო აჯანყების მომზადება. 1878 წელს მან გამოსცა მანიფესტი კუბაზე ესპანელთა ბატონობის წინააღმდეგ, რომელმაც გამოხმაურება პოვა სხვა რევოლუციურ ლიდერებს შორის. აგვისტოს დასაწყისში გარსია შეიარაღებულ რაზმთან ერთად გაემგზავრა კუბაზე და 1879 წლის 26 აგვისტოს დაიწყო ომი.

დასაწყისიდანვე აჯანყება მიმდინარეობდა წარუმატებლად. კუბაზე ჩასვლისას რევოლუციონერებმა ვერ მიიღეს მოსალოდნელი დახმარება ადგილობრივი მოსახლეობისგან. კამაგუეიში და ორიენტეში შეთქმულება გახსნილი იქნა მის დაწყებამდე. აჯანყებულთა ცენტრებს შორის კავშირი არ იყო დამყარებული. აჯანყებულებს არ ჰყავდათ გამოცდილი მეთაურები და არ ჰყოფნიდათ საბრძოლო მასალა. აჯანყების ლიდერებმა ვერ მოიპოვეს საზღვარგარეთის ქვეყნების მხარდაჭერა. პოლიტიკური ინფრასტრუქტურა, შემუშავებული ემიგრაციაში აღმოჩნდა არასაკმარისი აჯანყების წარმატებით მეთაურობისათვის. აჯანყების დაწყებიდან რამდენიმე კვირაში კალიკსტო გარსია ესპანელებს ჩაუვარდა ტყვედ. 1879 წელს და 1880 წლის დასაწყისში აჯანყების ლიდერების უმრავლესობა დააპატიმრეს და 1980 წლის სექტემბრისთვის აჯანყება მთლიანად ჩაახშვეს.

1881 წელს კუბაზე გავრცელდა ესპანეთის კონსტიტუციის მოქმედება, კუბამ მიიღო ესპანეთის პარლამენტში წარმომადგენლების გაგზავნის უფლება, მაგრამ პრაქტიკაში ეს იყო ყველაზე კონსერვატიული პოლიტიკოსები. რეფორმების უკმარისობის შედეგად 15 წლის შემდეგ დაიწყო ომი კუბის დამოუკიდებლობისათვის.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Louis A. Perez, Jr. Cuba Between Empires 1878-1902: 1878-1902, Univ of Pittsburgh Press, 1998 ISBN 082295687X

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]