პარიზის პანთეონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პარიზის პანთეონი

პარიზის პანთეონი (ლათ. Pantheon, ბერძნ. „ყველა ღმერთი“) — შენობა პარიზის ლათინურ კვარტალში, საფრანგეთი. თავდაპირველად აგებულ იქნა როგორც წმინდა ჟენევიევის სახელობის ეკლესია, თუმცა მრავალჯერადი ცვლილებების შემდეგ ამჟამად ლიტურგიულ ფუნქციებთან ერთად ითავსებს განთქმული დაკრძალვის ადგილის როლსაც.

შენობა ნეოკლასიციზმის ადრეული ნიმუშია. მისი ფასადი რომის პანთეონის მსგავსად არის შექმნილი. მეხუთე ოლქის მონტან სენ-ჟენევიევზე აგებული პანთეონი მთელ პარიზს გადაჰყურებს. მისი არქიტექტორი, ჟაკ-ჟერმენ სუფლოს ჩანაფიქრით შენობაში უნდა შერწყმულიყო გოტიკური კათედრალის სიმსუბუქე და სიდიადე კლასიკურ პრინციპებთან. სუფლო გარდაიცვალა მისი ჩანაფიქრის განხორციელებამდე, ხოლო მისი გეგმა მთლიანად არასდროს შესრულებულა. მიუხედავად ამისა, ეს არის იმ დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული მიღწევა და პირველი დიდებული ნეოკლასიკური მონუმენტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: