პარაფირება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პარაფირება (ფრანგ. paraphe — შემოკლებით ხელმოწერა) — საერთაშორისო ხელშეკრულების ან მისი ცალკეული მუხლების წინასწარი დამოწმება ხელშემკვრელი მხარეების რწმუნებულთა მიერ თავთავიანთი ინიციალებით. პარაფირების დანიშნულებაა იმის ფიქსაცია, რომ საერთაშორისო ხელშეკრულების მოცემული ტექსტი საბოლოოდ შეთანხმებულია, მაგრამ პარაფირება არ ნიშნავს ხელის მოწერას და ვერ შეცვლის მას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]