პარაგუარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
პარაგუარი
Paraguarí
Paraguari.jpg
ქვეყანა პარაგვაის დროშა პარაგვაი
დეპარტამენტი პარაგუარი
კოორდინატები 25°38′ ს. გ. 57°09′ დ. გ. / 25.633° ს. გ. 57.150° დ. გ. / -25.633; -57.150
დაარსდა 1775
ფართობი 273 კმ²
ცენტრის სიმაღლე 87
მოსახლეობა 22 154 კაცი (2002)
სიმჭიდროვე 81 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC-4, ზაფხულში UTC-3
საფოსტო ინდექსი 4000

პარაგუარი მდებარეობა პარაგვაი

Red pog.svg

პარაგუარი (ესპ. Paraguarí) — ქალაქი და რაიონი პარაგვაიში, პარაგუარის დეპარტამენტის დედაქალაქი. მდებარეობს ასუნსიონიდან 66 კმ-ის დაშორებით. 2002 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 22 154 ადამიანს შეადგენდა. დაარსდა 1775 წელს. 1960 წლის 18 აგვისტოს მიენიჭა რაიონის სტატუსი.

პარაგუარის „ეროვნული დამოუკიდებლობის აკვანს უწოდებენ“, რადგან ამ ქალაქში, 1811 წლის 11 იანვარს, პარაგუარის ბრძოლაში დაამარცხეს არგენტინის არმია.

ქალაქს ჩრდილოეთით ალტოს-კორდილიერის მთები ესაზღვრება, სამხრეთით კი ფართო სავანა.

საშუალო წლიური ტემპერატურა 21°C-ია, მაქსიმალურ ნიშნულს 39°C-ს ის ზაფხულში აღწევს, ზამთარში კი 2°C-მდე ეცემა.

ეკონომიკის მთავარი დარგის სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა. ასუნსიონთან საკმაოდ კარგადაა დაკავშირებული გზებით, ამიტომ ის დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ მომმარაგებელს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია მისი როლი როგორც ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ცენტრისა.

გალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]