პარაგვაული ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პარაგვაული ომები)
პარაგვაული ომები
თარიღი 1864—1870
მდებარეობა სამხრეთი ამერიკა
შედეგი მოკავშირეთა გამარჯვება
მხარეები
პარაგვაის დროშა პარაგვაი ბრაზილიის იმპერიის დროშა ბრაზილიის იმპერია
არგენტინის დროშა არგენტინა
ურუგვაის დროშა ურუგვაი
მეთაურები
ფრანსისკო სოლანო ლოპესი
ხოსე დიასი
დომინგო ფრანსისკო სანჩესი
პედრუ II
კაშიასის ჰერცოგი
გასტონ ორლეანელი
ბარტოლომეო მიტრე
ვენანსიო ფლორესი
ძალები
150 000 პარაგვაელი 164 173 ბრაზილიელი
30 000 არგენტინელი
5 583 ურუგვაელი
სულ 199 756
დანაკარგები
300 000 ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლე 91 000–100 000 ჯარისკაცი და მშვიდობიანი
პარაგვაული ომი ვიკისაწყობში

პარაგვაული ომები (ესპ. Guerra del Paraguay), აგრეთვე ცნობილი როგორც სამთა ალიანსის ომი (ესპ. Guerra de la Triple Alianza; პორტ. Guerra da Tríplice Aliança) — სამხედრო კონფლიქტი სამხრეთ ამერიკაში, 1864—1870 წლებში, რომელიც მიმდინარეობდა პარაგვაისა და სამთა ალიანსს — არგენტინას, ბრაზილიას და ურუგვაის შორის. პროპორციულად, მას მეტი მსხვერპლი მოჰყვა, ვიდრე რომელიმე სხვა ომს თანამედროვე ისტორიაში. ომმა პრაქტიკულად გაანადგურა პარაგვაი, შეიწირა მისი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.

პარაგვაის ამჟამინდელი საზღვრები, დაკარგული ტერიტორიები და გადამწყვეტი ბრძოლების ადგილები

ომის წამოწყების შესახებ რამდენიმე თეორია არსებობს. ტრადიციული ხედვა ხაზს უსვამს პარაგვაის პრეზიდენტ ფრანსისკო სოლანო ლოპესის აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც მიმართული იყო ვერცხლის საბადოებისკენ. ამის საპირისპიროდ, ტრადიციული პარაგვაული ხედვა და არგენტინული რევიზიონიზმი 1860-იანი წლებიდან ყურადღებას ბრიტანეთის იმპერიის ინტერესების გაბატონებულ როლზე ამახვილებს. ომი 1864 წლის ბოლოს დაიწყო ბრაზილიასა და პარაგვაის შორის მომხდარი საბრძოლო ოპერაციებით. უკვე 1865 წლიდან, ომი ნამდვილად შეიძლება შეფასდეს, როგორც „სამთა ალიანსის ომი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: