პაოაის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფილიპინების ბაროკოს სტილის ეკლესიები: პაოაის ეკლესია*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 18°03′41″ ჩ. გ. 120°31′17″ ა. გ. / 18.06139° ჩ. გ. 120.52139° ა. გ. / 18.06139; 120.52139
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1993  (მე-17 სესია)
ნომერი 677
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 677
ინგლ.რუს.ფრ.

პაოაის ეკლესიაკათოლიკური სამრევლო ეკლესია ფილიპინებში, ილოკოს-ნორტეს პროვინციაში, პაოაის მუნიციპალიტეტში. ეკლესიის მშენებლობა 1710 წელს დასრულდა. ცნობილია განსხვავებული არქიტექტურით; ნაგებობის ორივე მხარეს და უკან აღმართულია უზარმაზარი საყრდენები. 1993 წელს, ეკლესია იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძგელთა სიაში შეიტანა, როგორც ფილიპინების ბაროკოს სტილის ეკლესიების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში.

პაოაის ეკლესია მიწისძვრის ბაროკოს არქიტექტურის უპირველესი ნიმუშია; ბაროკოს ეს სტილი ფილიპინურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს, ქვეყნის სეისმური პირობების გათვალისწინებით. ფილიპინებისთვის დამახასიათებელია გამანადგურებელი მიწისძვრები, რომელთაც ყვეყნის მასშტაბით არაერთი ადრეული ეკლესია ემსხვერპლა.[1] გარდა ბაროკოსი, ეკლესიის ფასადი ასევე შეიცავს იავური არქიტექტურის ნიმუშებს, რითაც ის ბორობუდურს წააგავს.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ პაოაის თავდაპირველად „ბომბეი“ ერქვა, რადგან მის პირველ მაცხოვრებლებს სჯეროდათ, რომ ინდოეთიდან იყვნენ მოსულნი. მიმდებარე არეალის შესახებ პირველი წერილობითი დოკუმენტები 1593 წლით თარიღდება, 1686 წელს კი ის დამოუკიდებელი ავგუსტინური სამწყსო გახდა. ამჟამინდელი ეკლესიის მშენებლობა 1694 წელს ავგუსტინელთა საძმოს მღვდელმა ანტონიო ესტავილიომ დაიწყო, საბოლოოდ მშენებლობა 1710 წელს დასრულდა.[3]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Baroque Churches of the Philippines". World Heritage Convention. Retrieved on 2011-07-09.
  2. "Paoay Church". Pasyalang Ilocos Norte.Retrieved on 2011-07-09.
  3. "Paoay Church". Heritage Conservation Society. Retrieved on 2011-07-09.