პან-მოძრაობები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პან-მოძრაობები, ან პან-ნაციონალიზმები ეწოდება გარკვეულ ნაციონალისტურ, ან რელიგიურ იდეოლოგიებს, რომელთა მიზანია გააერთიანოს ტომები, ხალხები, ერები ერთ სახელმწიფოდ ერთგვარი ეროვნული (ეთნიკური) გეოგრაფიული, ან რელიგიური იდეის მეშვეობით.

სიტყვისპან-მოძრაობები“ პირველი ნაწილი „პან-“ არის ბერძნული ენიდან შემოსული თანდებული და აღნიშნავს 'ყოველ', ან 'სრულიად', რითაც ხაზი ესმება ამა თუ იმ მოძრაობის გლობალურობას, ზეეროვნულობას ერთი რომელიმე ეთნოსის, ან ნაციის სასარგებლოდ და სხვათა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერსების უგულებელყოფის ხარჯზე. სწორედ იმის გამო, რომ ამ ე.წ. პან-მოძრაობების მიმდევრები ცალკეულ ეთნოსთა განსაკუთრებულობას, მათ ღვთიურ წარმოშობასა და მისიას ქადაგებენ, წინააღმდეგობაში მოდიან ერთმანეთთან და ხშირად მტრულად არიან ერთმანეთის მიმართ განწყობილნი. ჰანა არენდტი, პან-მოძრაობათა ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მკვლევარი ნაციონალიზმის გამოვლინებათაგან ყველაზე აგრესიულად პანგერმანიზმსა და პანსლავიზმსს ასახელებს.

ფორმები[რედაქტირება]

ეთნიკური[რედაქტირება]

გეოგრაფიული[რედაქტირება]

რელიგიური[რედაქტირება]

პან-დროშები[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]