ქერჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პანტიკაპეონი)
ქალაქი
ქერჩი
უკრ. Керч
ყირიმ. Keriç
რუს. Керчь
დროშა გერბი

ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
კოორდინატები 45°20′19″ ჩ. გ. 36°28′05″ ა. გ. / 45.33861° ჩ. გ. 36.46806° ა. გ. / 45.33861; 36.46806
დაარსდა ძვ. წ. 610
ფართობი 108 კმ²
ცენტრის სიმაღლე 10±1 მეტრი
ოფიციალური ენა ყირიმელი თათრების ენა, უკრაინული ენა და რუსული ენა
მოსახლეობა 149 566 (2017)
სასაათო სარტყელი UTC+3 და UTC+2
სატელეფონო კოდი +380-6561 და +7-36561
საფოსტო ინდექსი 98300–98399
ოფიციალური საიტი https://kerch.rk.gov.ru
ქერჩი — უკრაინა
ქერჩი

ქერჩი (უკრ. Керч, ყირ. Kerç) — ქალაქი უკრაინაში, ყირიმის აღმოსავლეთ ნაწილში, ქერჩის სრუტის ნაპირთან. ქერჩი - პანტიკაპეონი არის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი მსოფლიოში. ამავე დროს ქალაქის ტერიტორიაზე არის ბევრი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პანტიკაპეონი დაარსდა ძვ. წ. VI საუკუნის პირველ ნახევარში მილეტელების მიერ. ძვ. წ. V საუკუნიდან გახდა ბოსფორის სამეფოს დედაქალაქი, ცნობილი იყო სიმდიდრით და ვაჭრობით, ემორჩილებოდა მითრიდატე ევპატორს. არსებობა შეწყვიტა რომაელების ბატონობის დროს. რომაელებთან ბრძოლაში დამარცხებულმა მითრიდატემ აქ დაასრულა სიცოცხლე.

ქერჩი მეორე მსოფლიო ომის დროს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის დროს ქერჩი გერმანიისა და საბჭოთა ჯარების ბრძოლის ადგილი იყო. აქ ფრონტის ხაზი ოთხჯერ გადიოდა. 1941 წლის ნოემბერში გერმანელებმა ქალაქი დაიპყრეს, 30 დეკემბერს კი საბჭოთა ჯარებმა კვლავ გაათავისუფლეს. გერმანლთა ხელახალი შეტევის შედეგად ალყაში მოექცა იქ მყოფი საბჭოთა ჯარის დიდი ნაწილი, რომელთაც აჯიმუშკაის ქვის სამტეხლოებს შეაფარეს თავი. ომის შემდეგ აჯიმუშკაის სამტეხლოები მუზეუმად გამოცხადდა.

ქალაქი საბოლოოდ გათავისუფლდა 1944 წლის 11 აპრილს. ქერჩში ბრძოლისათვის 146 მებრძოლს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. თვითონ ქალაქი კი 1973 წლის 11 სექტემბერს გმირი ქალაქი გახდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]