პამირისპირა ხალხები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პამირისპირა ხალხები, პამირის ტაჯიკები, ტაჯიკეთის მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში, ავღანეთის ბადახშანსა და ჩინეთში, სინძიანის უიღურთა ავტონომიურ რაიონში მცხოვრებ ირანულენოვანი მოსახლეობის აღმნიშვნელი საერთო ტერმინი. ანთროპოლოგიურად განეკუთვნებიან პამირულ-ფერღანულ რასას. ლაპარაკობენ პამირულ ენებზე. ძველთაგანვე პამირისპირა ხალხებსა და ტაჯიკებს შორის საურთიერთო ენა ტაჯიკური იყო. მორწმუნე პამირისპირა ხალხები მუსლიმანი-ისმაილიტები არიან. მონათესავე პამირისპირა ხალხები ჩამოყალიბდნენ X საუკუნეში, ტაჯიკთა ეთნიკური ტერიტორია პერიფერიაზე, ძველი საკებისა და შესაძლებელია დარდების ტომთა ბაზაზე, გარკვეულ სოციალური-ეკონომიკური და ბუნებრივ პირობებში. 1895 წელს ავღანეთსა და რუსეთს შორის საზღვრის დადების შემდეგ გაყოფილნი აღმოჩნდნენ ორი სახელმწიფოს შორის. პამირისპირა ხალხებისთვის დამახასიათებელია საერთო ნიშნები მეურნეობაში, მატერიალურ და სულიერ კულტურაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]