პამელა ანდერსონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პამელა ანდერსონი
Pamela Anderson
Pam Anderson 2009.jpg
პამელა ანდერსონი 2009 წელს
დაბ. სახელი პამელა დენიზ ანდერსონი
დაბ. ადგილი ლედისმითი, ბრიტანეთის კოლუმბია
დაბ. თარიღი 1 ივლისი, 1967
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
პროდიუსერი
მწერალი
წლები 1989–დღემდე
მეუღლე(ები) ტომი ლი
(1995–1998, განქორწინებულია)
კიდ როკი (2006–2007, განქორწინებულია)
რიკ სალომონი (2007–2008, ანულირებულია)

პამელა დენიზ ანდერსონი (ინგლ. Pamela Anderson; დ. 1 ივლისი, 1967) — ამერიკელი მსახიობი, მოდელი, პროდიუსერი, მწერალი, აქტივისტი და ყოფილი მოცეკვავე. წარმოშობით კანადელი. ცნობილია თავისი როლებით ტელესერიალებში, როგორებიცაა: დიდი რემონტი, მაშველები, V.I.P. 1990 წელს გახდა ჟურნალ პლეიბოის პლეიმეიტი.[1] ტომი ლისთან დაქორწინების შემდეგ პამელა ანდერსონი გარკვეული დროის განმავლობაში ცნობილი იყო პამელა ანდერსონ ლი სახელით (პამელა ლი).[2]

ბიოგრაფია[რედაქტირება]

პამელა ანდერსონი დაიბადა ქალაქ ლედისმითში (ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა), მამამისის ღუმელის შემკეთებლის — ბარი ანდერსონისა და დედამისის – მოსამსახურის კეროლის ოჯახში.[3] მისი დიდი ბაბუა უჰო ჰუუტიაინენი ეროვნებით ფინელი იყო, საარიიარვის მკვიდრი, რომელმაც დატოვა ფინეთის დიდი სამთავრო 1908 წელს.[4] შემდეგ მან გვარი ანდერსონით შეიცვალა.

პამელა ანდერსონის წინაპრები დედის მხრიდან რუსები არიან.[5] ჰაილენდის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1985 წელს ანდერსონი საცხორებლად ვანკუვერში გადადის, სადაც მუშაობას იწყებს ფიტნეს ინსტრუქტორად. 1989 წელს პამელა ანდერსონი ჟურნალ პლეიბოის გარეკანზე გამოჩნდა. გადაწყვიტა სამოდელო კარიერის გაგრძელება და ლოს-ანჯელესში დაბინავდა. 1990 წელს იგი გახდა პლეიბოის პლეიმეიტი. შემდეგ გადაწყვიტა მკერდის გადიდება. 1990-2000 წწ. პამელა ანდერსონი რამდენიმეჯერ გამოჩნდა პლეიბოის გარეკანზე.

დიდი ხანია რაც ანდერსონი პროპაგანდას უწევს ვეგეტარიენელობას, ხოლო 1999 წელს აქტიური მოღვაწეობისათვის მიენიჭა ლინდა მაკ-კარტნის პრემია. 2001 წელს გამოვიდა Kentucky Fried Chicken-ის წინააღმდეგ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Pamela Anderson at Playboy.com
  2. Pamela Anderson became U.S. citizen. Moono.com (2004-05-14). წაკითხვის თარიღი: 2007-04-26.
  3. Pamela Anderson Biography (1967–). Filmreference.com. წაკითხვის თარიღი: 2010-08-02.
  4. News. Pamwatch. წაკითხვის თარიღი: 2010-08-02.
  5. Bang Showbiz. "Pamela Anderson's mom wish", The Boston Globe, 19 June 2008.