პალმირა (მცენარე)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პალმირა
Borassus flabellifer.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ერთლებნიანები
ოჯახი: პალმები
სახეობა: პალმირა
ლათინური სახელი
Borassus flabellifer

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


პალმირა (Borassus flabellifer) — მარაოფოთლებიანი პალმა. მისი სიმაღლე 18-20 მ (ზოგჯერ 30 მ აღწევს). სამშობლოა ტროპიკული აზია. ძველთაგანვე კულტივირებულია სამხრეთ ინდოეთსა და შრი-ლანკის კუნძულებზე. პალმირას ნაყოფი იჭმება. ყვავილედის წვენიდან ღებულობენ შაქარს, ღვინოს („ტოდი“), სპირტს, ძმარს. ფოთლებს იყენებენ სახურაბ მასალად, მისგან წნავენ აგრეთვე კალათებს, ჭილობებს და სხვა ნივთებს. ფოთლის ბოჭკოსაგან აკეთებენ ჯაგრისებს, გრეხენთოკებს. ღეროს მერქანი მაგარ და გამძლე საშენ მასალას იძლევა.

ლიტერატურა[რედაქტირება]