პალმა-დე-მალიორკის მეტროპოლიტენი
| პალმა-დე-მალიორკის მეტროპოლიტენი | |
|---|---|
![]() |
|
| ინფორმაცია | |
| ქვეყანა | |
| ქალაქი | პალმა-დე-მალიორკა |
| გახსნის თარიღი | 25 აპრილი 2007 წ. |
| ხაზის სიგრძე | 15,55 კმ |
| სადგურთა რაოდენობა | 15 |
| ხაზთა რაოდენობა | 2 |
| მგზავრები დღეში | |
| მგზავრები წელიწადში | |
| ხაზების სქემა | |
პალმა-დე-მალიორკის მეტროპოლიტენი (ესპ. Metro de Palma de Mallorca) — მეტროპოლიტენის სისტემა ბალეარის კუნძულების დედაქალაქ პალმა-დე-მალიორკაში (ესპანეთი).
გაიხსნა 2007 წ.-ის 25 აპრილს. წარმოდგენილია 15 სადგურის მქონე 2 ხაზით, რომლის სიგრძეც 15,55 კმ.-ს შეადგენს და აკავშირებს ქალაქის ცენტრს (სადგური „პლასა-დე-ესპანია“) ბალეარის კუნძულის უნივერსიტეტთან (სადგური „უნივერსიდად-დე-ლეს-ბალეარესი“).
მეტრო ექსპლუატირდება მალიორკის სახელმწიფო სარკინიგზო გზების მიერ (Servicios Ferroviarios de Mallorca).
ისტორია [რედაქტირება]
2004 წ.-ის ნოემბერში წამოაყენეს წინადადება, პალმა-დე-მალიორკაში შეექმნათ მეტროს ხაზი, რომელიც ქალაქის ცენტრს დააკავშირებდა ბალეარის კუნძულის უნივერსიტეტთან. უკვე 2005 წ.-ის იანვარში დაიწყეს მშენებლობა. ამასთან, ქ. ინკაში არსებული სარკინიგზო გზები მოაშორეს და გადაიტანეს გვირაბებში. მეტროს რელსები ინკას სარკინიგზო გზების პარალელუად განთავსდა.
