პაიუნ-მარტუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თანამგზავრული ფოტო

პაიუნ-მარტუ — გიგანტური ვულკანი არგენტინაში, მენდოსის პროვინციაში. ვულკანი გამოირჩევა დიდი რაოდენობით ფსევდომორფული ჰემატიტებითა და მაგნეტიტებით. მისი მწვერვალი მდებარეობს ზღვის დონიდან 3 680 მეტრზე .

ვულკანი მართლაც რომ გიგანტურია, მისი კრატერის დიამეტრი რვა კილომეტრია, ხოლო ფართობი 50 კმ². ასაკი 300.000 წელია და ახალგაზრდა ვულკანებს განეკუთვნება. ამჟამად მიძინებულია, უცნობია მისი ბოლო ამოფრქვევის თარიღი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]