პათოლოგიური ანატომია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პათოლოგიური ანატომია, პათოლოგიური მორფოლოგიამედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში პათოლოგიური პროცესების სტრუქტურულ საფუძვლებს და პათოგენეზის მორფოლოგიურ ასპექტს. განარჩევენ ზოგად, სპეციალურ, კლინიკურ და კერძო პათოლოგიური ანატომიას.

  • ზოგადი პათოლოგიური ანატომია შეისწავლის ავადმყოფური პროცესების (სისხლის მიმოქცევის მოშლა, დისტროფია, ანთება, სიმსივნე და სხვა) მორფოლოგიას.
  • სპეციალური პათოლოგიური ანატომია შეისწავლის ავადმყოფობის სტრუქტურული საფუძვლების დინამიკას კლინიკურ გამოვლინებებთან კავშირში, აგრეთვე ავადმყოფობის გამოსავალსა და მიზეზებს.
  • კერძო პათოლოგიური ანატომია შეისწავლის სხვადასხვა ორგანოში განვითარებულ პათოლოგიურ ცვლილებებს.
  • კლინიკური პათოლოგიური ანატომია ითვალისწინებს პათოლოგიურ პროცესთა და ავადმყობათა მაკრო- და მიკრომორფოლოფიურ დიაგნოსტიკას, ავადმყოფობათა კატეგორიებად დაყოფას, კლინიკური და პათოლოგანატომიის დიაგნოზის დაპირისპირებას, პათოლოგანატომიის დოკუმენტაციას, კლინიკურ-პათოლოგანატომიის კონფერენციების ორგანიზაციასა და ჩატარებას და სხვა.

პათოლოგიური ანატომია შეისწავლის გვამს, ბიოფსიურ, ქირურგიულ და ექსპერიმენტულ მასალას, რისთვისაც იყენებს პათოლოგანატომიური გაკვეთის, ბიოფსიის, ექსპერიმენტული, მაკრო- და მიკრომორფოლოგიურ მეთოდებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]