პავლე აბრამიძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პავლე ივლიანეს ძე აბრამიძე (დ. 19 მარტი, 1901, ვანი ― გ. 3 აპრილი, 1989, თბილისი) — საბჭოთა გენერალ-მაიორი (1940).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა გლეხის ოჯახში. 1926 წელს დაამთავრა ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა და დაინიშნა ოცეულის მეთაურად. 1933-იდან პოლკის, ხოლო 1938-იდან დივიზიის მეთაური იყო. იმყოფებოდა იმ ჯარების შემადგენლობაში, რომლებმაც 1939 წელს მოახდინეს დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელარუსის ოკუპაცია. მონაწილეობდა ფინეთთან ომში. მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა პერემიშლის, ლვოვის, დროგობიჩის, ვინიცის, კიევის მისადგომებთან; 1941-45 წწ. იმყოფებოდა გერმანელთა ტყვეობაში. 1945 წ. სამხედრო სამსახურში აღადგინეს. 1956-იდან თადარიგშია. 1949-იდან სამხედრო-პედაგოგიურ საქმიანობას ეწოდა. სკკპ წევრი 1927 წლიდან. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 3 წითელი დროშის ორდენით და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ყურაშვილი, გიორგი. სამშობლოს ერთგული შვილები, თბ., 1965
  • ქსე, ტ. 1, გვ. 33, თბ., 1975