ოჯახების საერთაშორისო დღე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დღესასწაულის ემბლემა

ოჯახის საერთაშორისო დღე (ინგლ. International Day of Families; ფრანგ. Journée internationale des familles) — 1993 წლიდან მოყოლებული აღინიშნება ყოველი წლის 15 მაისს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაადგინა, რომ 1994 წლის 15 მაისიდან დაწყებული ყოველწლიურად აღენიშნა ოჯახის საერთაშორისო დღე. ამ თარიღის დაწესების მიზანია სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრიობის ყურადღების მიპყრობა ოჯახთა მრავალრიცხოვან პრობლემებზე, განსაკუთრებით იმ ოჯახებზე, რომლებიც დაზარალდნენ სამხედრო მოქმედებების შედეგად, გახდნენ სიღატაკისა და შიდსის მსხვერპლნი. ეს ოჯახები, რომლებიც იბრძვიან არსებობის ელემენტარული პირობებისათვის, საჭიროებენ მხარდაჭერას და ასეთი მხარდაჭერა უნდა მიიღონ. გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის აზრით, როდესაც ილახება ერთი ოჯახის ძირითადი უფლებები, მაშინ საფრთხე ექმნება ასევე კაცობრიობის ერთიან ოჯახს, რომლის წევრები ჩვენ ყველანი ვართ.

დღის თემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველ წელს ოჯახის საერთაშორისო დღისთვის ირჩევა თემა[1].

  • 2012 წელი — „სამუშაო საქმიანობასა და ოჯახობრივი მოვალეობების შესრულებას შორის ბალანსის უზრუნველყოფა ოჯახისა და მთლიანად საზოგადოების საკეთილდღეოდ“
  • 2011 წელი — „ხელმოკლე ოჯახებისა და სოციალური იზოლაციის პრობლემების მოგვარება“
  • 2010 წელი — „მთელ მსოფლიოში მიგრაციების გავლენა ოჯახებზე“
  • 2009 წელი — „დედები და ოჯახი: გამოწვევები ცვალებად მსოფლიოში“
  • 2008 წელი — „მამები და ოჯახი: მოვალეობები და გამოწვევები“
  • 2007 წელი — „ოჯახები და განსაკუთრებული საჭიროების ადამიანები“
  • 2006 წელი — „ცვალებადი ოჯახები: გამოწვევები და შესაძლებლობები“
  • 2005 წელი — „აივ ინფექციისა და შიდსის ზემოქმედება ოჯახის კეთილდღეობაზე“
  • 2004 წელი — „ოჯახის საერთაშორისო დღის მეათე წლისთავი: მოქმედების ჩარჩოსებური პროგრამა“
  • 2003 წელი — „ოჯახის საერთაშორისო დღის ათი წლისთავისთვის მზადება და მისი აღნიშვნა“
  • 2002 წელი — „ოჯახი და დაბერება — შესაძლებლობები და ამოცანები“
  • 2001 წელი — „ოჯახი და ნებაყოფლობიდი საქმიანობა: სოციალური ერთობის გამყარება“
  • 2000 წელი — „ოჯახი: სუბიექტები და განვითარება ბენეფიციუმები“
  • 1999 წელი — „ოჯახი ყველა ასაკის ადამიანებისთვის“
  • 1998 წელი — „ოჯახი: უზრუნველყოფა და ადამიანის უფლებების პროპაგანდა“
  • 1997 წელი — „ოჯახის შექმნა პარტნიორობის საფუძველზე“
  • 1996 წელი — „ოჯახები — სიღარიბისა და უსახლკარობის პირველი მსხვერპლები“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დღის თემები. ООН. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-21. ციტირების თარიღი: 2011-05-15.