ოჯაქლიქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოჯაქლიქი (თურქ. ocak — კერა), აღნიშნავს:

  • მემკვიდრეობითი ფეოდალური სამფლობელოები ოსმალეთის ზოგიერთ ვილაიეთში. შუა საუკუნეების თურქული წყაროებით (სიგელები, ისტორიკოსთა თხზულებანი, ჯაბა დავთრები) ოჯაქლიქების არსებობა დამოწმებულია სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე დაარსებული ადმინისტრაციული ერთეულის ჩილდირის ვილაეთის ფარგლებში. ოჯაქლიქის მფლობელებს ბეგის ტიტული ჰქონდათ, სარგებლობდნენ შეუვალობით. ოჯაქლიქი ფორმდებოდა სულთნის წყალობის სიგელის, ბერათის საფუძველზე, რომელიც ადასტურებდა ადგილობრივი ფეოდალის უფლება-მოვალეობებს. დროდადრო საჭირო ხდებოდა მფლობელობის უფლების განახლება.
  • ქართული პოლიტიკური ერთეულები, რომელნიც ოსმალეთის აგრესიის გარკვეულ ეტაპზე იძულებული ხდებოდნენ თავი სულთნის მოხარკედ ეცნოთ. მათ ზოგჯერ ოჯაქლიქი — ჰუქუმეთს უწოდებდნენ, ხოლო მათ განმგებელ მეფეს ან მთავარს — ბეგლარბეგს, ხანს ან ამირას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩოჩიევი ვ., ქსე, ტ. 7, გვ. 626, თბ., 1984