ოჩხამური (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოჩხამური (მრავალმნიშვნელოვანი).
ოჩხამური

მდ. ოჩხამური დაბა ოჩხამურთან
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
სათავე მესხეთის ქედი
41°52′36″ ჩ. გ. 41°54′25″ ა. გ. / 41.87667° ჩ. გ. 41.90694° ა. გ. / 41.87667; 41.90694
სათავის სიმაღლე 705 მ
შესართავი ჩოლოქი
41°53′31″ ჩ. გ. 41°46′58″ ა. გ. / 41.89194° ჩ. გ. 41.78278° ა. გ. / 41.89194; 41.78278
სიგრძე 21,4 კმ
აუზის ფართობი 65,2 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 3,36 მ³/წმ
ოჩხამური (მდინარე) — საქართველო
ოჩხამური (მდინარე)
ოჩხამური (მდინარე)
ოჩხამური (მდინარე) — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ოჩხამური (მდინარე)
ოჩხამური (მდინარე)
— სათავე, — შესართავი

ოჩხამურიმდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ მთისწინეთში, ჩოლოქის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ზღვის დონიდან 705 მ-ზე. სიგრძე 21,4 კმ, მდინარის აუზის ფართობი 65,2 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლით. წყალმცირეა მაისიდან აგვისტომდე. ახასიათებს წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 3,36 მ³/წმ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]