ოყარი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ოყარი | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Egretta | ||
| დაცვის სტატუსი | ||
ოყარი (Egretta) — დიდი ზომის ფრინველთა გვარი ყანჩისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 3 სახეობას: დიდი ოყარი (Egretta alba), საშუალო ოყარი (Egretta intermedia) და პატარა ოყარი (Egretta garzetta). ბუდობენ კოლონიებად. დებენ 3-4 (იშვიათად 5) კვერცხს. კრუხობს ორივე მშობელი 25-26 დღე-ღამე. ფართოდ არიან გავრცელებული ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონებში. დიდი ოყარი საქართველოში გვხვდება როგორც მობუდარი ფრინველი. გვხვდება ჯავახეთში, კოლხეთის დაბლობსა და სამეგრელოში. საშუალო ოყარის შემოფრენა ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე რეგისტრირებულია შორეულ აღმოსავლეთში. პატარა ოყარი ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე კი გვხვდება ევროპულ ნაწილში, მტკვრის ქვედა წელში, სამხრეთ სომხეთში, შუა აზიაში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას. ოყარი შეტანილია „წითელ წიგნში“.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 619, თბ., 1984 წელი.