ოღამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოღამის ასოები

ოღამი (ირლ. Ogham, გამოთქმა: 'oɣam) — ადრეული შუა საუკუნეების ევროპული დამწერლობის სისტემა; გამოიყენებოდა IV-VI საუკუნეებში ირლანდიასა და ბრიტანეთის ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის შოტლანდიაში. ოღამი ძირითადად მენჰირებზე წარწერების გასაკეთებლად, პიროვნების სახელის ამოსატვიფრად გამოიყენებოდა. დამწერლობის სახელწოდება მჭიდრო ეტიმოლოგიურ კავშირს ამჟღავნებს ძველი ირლანდიური მჭევრმეტყველების ღმერთის, ოღმის ან ოღმიოსის სახელთან.

ქვები, რომლებზეც ტექსტები ოღამის საშუალებითაა ამოკვეთილი, ძირითადად ირლანდიის სამხრეთ რეგიონებშია აღმოჩენილი (დაახლოებით 310 ცალი ქვა). დაახლოებით 40 ქვაა ნაპოვნი უელსში, ხუთი — კორნუოლში, ორი კი — დევონის საგრაფოში. ხუთი ქვა აღმოაჩინეს ასევე კუნძულ მენზე, ორი — შოტლანდიაში და ერთიც ჩრდილოეთ ინგლისში; ამ უკანასკნელი სამის ავთენტურობა დღეს დადგენილი არაა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]