ოქსილოფიტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოქსილოფიტები (ოქს..., ბერძ. ilys — ლამი და phyton — მცენარე) — ჭაობის მცენარეები. ესენია: ტორფის ხავსი, ქონდარა არყი, ტანდაბალი ტირიფები, კეწერა, მიწამაყვალა, ზოგიერთი ისლი, წყლის ბამბა და სხვა. ოქსილოფიტების უმეტესობა მკვეთრად გამოხატული ქსერომორფული ნიშნები აქვს. მათი ქსერომორფიზმი ძირითადად დაკავშირებულია ტორფიანი ჭაობის ფიზიოლოგიურ სიმშრალესთან, რაც განპირობებულია ტორფის ძლიერი მჟავიანობით, მაღალი ტენტევადობით და წყლის დაბალი ტემპერატურით ვეგეტაციის პერიოდის დასაწყისში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]