ოქროს კარიბჭე (ხიდი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ოქროს კარიბჭე (ინგლ. Golden Gate Bridge – ოქროს კარიბჭის ხიდი) — დაკიდული ხიდი გოლდენ-გეიტის სრუტეზე, რომელიც სან-ფრანცისკოს უბეს წყნარ ოკეანესთან აერთებს. ხიდის სრული სიგრძე 2.7 კმ-ია; დისტანცია საყრდენ კოშკებს შორის 1.280 მ, ხოლო სიმაღლე ხიდის მაგისტრალურ ნაწილსა და წყალს შორის საშუალოდ 67 მ. ორი საყრდენი კოშკი 227,4 მ-ია წყლის ზევით. მთავარი დაკიდული კაბელების დიამეტრი — 0,91 მ.
ოქროს კარიბჭე ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდი იყო მსოფლიოში მისი მშენებლობის დასრულების ჟამს 1937 წელს და მას შემდეგ სან-ფრანცისკოს საყოველთაოდ აღიარებული სიმბოლო გახდა. ამჟამად ხიდი სიდიდით მეორე დაკიდული ხიდია აშშ-ში ვერაძანო-ნეროუს ბრიჯის შემდეგ (ნიუ-იორკი).
ოქროს კარიბჭეზე დღეში 118 000 ადამიანი გადადის.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოქროს კარიბჭის ხიდი ოფიციალური გვერდი
- ოქროს კარიბჭის ხიდის სურათები სან-ფრანცისკოს საზოგადო ბიბლიოთეკის ისტორიული სურათების ბაზა
- A 1962 KPIX-TV ოქროს კარიბჭის ხიდის მშენებლობის დოკუმენტური ფილმი