ოფიოლითები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ორდოვიციული ასაკის ოფიოლითები გროს-მორნის ეროვნული პარკში, კანადა.

ოფიოლითები (ბერძნ. óphis — გველი და líthos — ქვა) — ულტრაფუძე და ფუძე ინტრუზიული (დუნიტი, პერიდოტიტი, გაბრო და სხვა) და ფუძე ეფუზიური (ძირითადად ბაზალტები და მათი ტუფები), აგრეთვე ღრმა ზღვის დანალექი ქანების კომპლექსი. ოფიოლითების ცნება შემოიტანა გერმანელმა გეოლოგმა და პალეონტოლოგმა გუსტავ შტაინმანმა 1905 წელს. მათ წარმოქმნას უკავშირებდნენ გეოსინკლინის განვითარების საწყისი სტადიის მაგმატიზმს. ოკეანეების გეოლოგიური აგებულების კვლევის საფუძველზე შემუშავდა ახალი შეხედულება ოფიოლითების შესახებ. ოფიოლითებს განიხილავენ როგორც ოკეანური ტიპის ქერქის რელიქტს, რომელიც ტექტონიკურადა გადაადგილებული კონტინენტის კიდეზე. თანამედროვე შეხედულებით ოფიოლითების გასერპენტინიტებული ულტრაფუძე ქანები წარმოადგენენ ზედა მანტიის ქანებს, გაბროები — „ბაზალტური“ ფენისას, ეფუზიური და დანალექი ქანები „პირველი“ და „მეორე“ ოკეანური ფენების ანალოგებს. ხშირად ოფიოლითების ამგები ქანები ერთმანეთშია გადაზელილი და წარმოქმნის განსაკუთრებულ გეოლოგიურ ფორმაციას — მელანჟს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 607.
  • Hess Н. Н., History of oceans basins, в кн.: Buddington volume, N. Y., 1962.