ოტო კრიუმელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოტო კრიუმელი

დაბადების თარიღი 8 ივლისი 1854
დაბადების ადგილი კცინია, პოლონეთი
გარდაცვალების თარიღი 12 ოქტომბერი, 1912
გარდაცვალების ადგილი კელნი, გერმანია
სამეცნიერო სფერო გეოგრაფია
გეოფიზიკა

ოტო კრიუმელი (გერმ. Otto Krümmel; დ. 8 ივლისი 1854, კცინია — გ. 12 ოქტომბერი, 1912, კელნი) — გერმანელი გეოგრაფი. მოღვაწეობდა ოკეანოლოგიასა და გეოფიზიკაში. ოკეანოლოგიის გამოჩენილი მკვლევარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

სწავლობდა მედიცინას, შემდეგ მოღვაწეობდა გეოგრაფიულ და ფიზიკურ მეცნიერებებში. ქალაქ ლაიფციგში სწავლობდა ოსკარ ფერდინანდ პეშელთან, გეტინგენში – იოჰან ედუარდ ვაპოისთან და ზეებახთან, ბერლინში – ადოლფ ბასტიანტან და ჰენრიხ კიპერტთან. გეტინგენში 1876 წელს მიიღო მეცნიერების კანდიდატის წოდება, 1878 წელს იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია გეოგრაფიაში. 1882-1883 წწ. ჰამბურგში მუშაობდა საზღვაო მეტეოსადგურში, სადაც მოღვაწეობდა ოკეანოლოგიის დარგში. 1883 წელს ქალაქ კილში მიიწვიეს პროფესორად. 1897-1898 წწ. იყო რექტორი. ერთდროულად მუშაობდა საზღვაო-სამხედრო აკადემიის დოცენტად.

1889 წელს მონაწილეობდა ატლანტის ოკეანეში ჩატარებულ ექსპედიციაში. 1911 წელს მარბურგში გახდა გეოგრაფიის პროფესორი. მოღვაწეობდა გეოგრაფიის ყველა ძირითად დარგში. ლექციებს კითხულობდა მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიის, მორფოლოგიის, ანთროპოგეოგრაფიის, ქვეყანათმცოდნეობისა და ეთნოგრაფიის დარგებში. ბერლინის, ამსტერდამის, ლონდონის, რომისა და სხვ. გეოგრაფიული საზოგადოებების წევრი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება]

  • Die äquatorialen Meeresströmungen des Atlantischen Ozeans u. d. allg. System d. Meereszirkulation: Diss — Göttingen, 1877.
  • Bemerkungen üb. d. Meeresströmungen u. -temperaturen d. Falklandsee (нем.) // Archiv Dtsch. Seewarte. — 1882.
  • Die Bewegungsformen des Meeres — Stuttgart, 1887.
  • Die geogr. Entwicklung d. Nordsee — 1894.
  • Europ. Staatenkde — 1880 Vol. 1. — (Klassiker der Geographie. – 1904. – Bd. 3).
  • Geogr. Praktikum — 1908. (mit M. Eckert)
  • Geophysikalische Beobachtungen der Plankton-Expedition — Kiel, 1893.
  • Der Ozean, e. Einf. i. d. allg. Meereskde — Leipzig, 1886.
  • Reisebeschreibung der Plankton-Expedition — Kiel, 1892.
  • Versuch einer vergleichenden Morphologie der Meeresräume: Habil. schr — Göttingen, 1879.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]