ოტოკარ II (შტაიერმარკა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოტოკარ II იგივე ოტაკარ II (გერმ.: Ottokar II., Otakar II.) (* 1082; † 1122) იყო გრაფი ტრაუნგაუში და ქიმგაუში და შტაიერმარკის მარკგრაფი. მისი მშობლები იყვნენ მარკგრაფი ოტოკარ I და ვილიბირგ ფონ ეპენშტაინი, კერნტენის ჰერცოგის ადალბეროს ასული. მისი მეუღლე იყო ავსტრიის ბაბენბერგტა დინასტიის მარკგრაფის ლეოპოლდ III-ის ერთ-ერთი და.

ოტოკარ II-ემ შტაირთან დააარსა გარსტენის ბენედიქტელთა მონასტერი. 1122 წელს მან მემკვიდრეობით (დედის ხაზით) მიიღო ეპენსტაინთა საგვარეულო მამულები კერნტენში, რამაც მისი როგორც მარკგრაფის პოლოტიკური წონა კიდევ უფრო აამაღლა. ოტოკარის მემკვიდრე იყო ლეოპოლდ I.