ოტოკარ III (შტაიერმარკა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოტოკარ III

ოტოკარ III იგივე ოტაკარ III (გერმ. Ottokar III; დ. 1124 — გ. 1164) — შტაიერმარკის მარკგრაფი. მამის ლეოპოლდ I-ის სიკვდილის შემდეგ იგი მარკგრაფი გახდა. 1160 წელს მან დააარსა ზემერინგის და 1163 წელს ფორაუს მონასტრები. მან მემკვიდრეობით მიიღო უზარმაზარი მამულები უნტერშტაიერმარკაში (დღ. სლოვენია), პეტაუს მარკა და პიტენის საგრაფო (დღ. ქვემო ავსტრია). ოტოკარ III-ის მმართველობის ჟამს გრაცი შტაიერმარკის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა.

ოტოკარი დაიღუპა 1164 წელს ჯვაროსნული ლაშქრობის დროს. მას დარჩა მემკვიდრე ოტოკარ IV, ტრანგაუელთა დინასტიის ბოლო წარმომადგენელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Heinz Dopsch: Otakar III. In: Neue Deutsche Biographie (NDB). Band 19, Duncker & Humblot, Berlin 1999, ISBN 3-428-00200-8, S. 640
  • Franz Xaver Pritz: Geschichte der steirischen Ottokare in ihrer Vorfahren, bis zum Aussterben dieses Stammes im Jahre 1192. 1844
  • Friedrich Hausmann: Die steirischen Otakare, Kärnten und Friaul. In: Gerhard Pferschy (Hrsg.): Das Werden der Steiermark, Festschrift zur 800. Wiederkehr der Erhebung zum Herzogtum. Verlag Styria, Graz 1980
  • Fritz Posch: Die Besiedlung des Grazer Bodens und die Gründung und früheste Entwicklung von Graz. In: 850 Jahre Graz. Styria, Graz 1978
  • Rudolf Reichel: Steirische Landesgeschichte. Leuschner & Lubensky, Graz 1884