ოსტატი და მარგარიტა
| ოსტატი და მარგარიტა | |
| Мастер и Маргарита | |
რომანის პირველი პუბლიკაცია |
|
| ავტორი | |
|---|---|
| ქვეყანა | |
| ენა | |
| თემა | |
| ჟანრი | |
| გამომცემელი |
სხვადასხვა |
| გამოცემის თარიღი |
1966 |
| oclc |
37156277 |
ოსტატი და მარგარიტა (რუს. Мастер и Маргарита) — მიხეილ ბულგაკოვის ცნობილი რომანი, რომელიც გამოიცა 1966 წელს, რომანის ჟანრის ზუსტი დახასიათება რთულია - მასში არის როგორც სატირა, ფარსი, მისტიკა, ასევე - რომანტიკა, ფილოსოფიური იგავები და სხვა. რომანის სიუჟეტი არის ერთ-ერთი პოპულარული XX საუკუნის ლიტერატურაში და მის მიხედვით ასევე გადაღებული და დადგმულია არა ერთი ფილმი თუ სპექტაკლი.
რომანი გამოიცა მწერლის მეუღლის, ელენე ბულგაკოვას ინიციატივით, რომელიც თავად ეხმარებოდა მიხეილს მის დაწერაში (ბოლო დროს, როდესაც მიხეილი ავად იყო, იგი ტექსტს მეუღლის კარნახით წერდა).
თავად ბულგაკოვი დარწმუნებული იყო, რომ რომანი არ გამოქვეყნდებოდა საბჭოთა ხელისუფლების დროს. მიუხედავად ამისა, წიგნმა გავლენა იქონია საბჭოთა ხალხის აზროვნების განვითარება-ჩამოყალიბებაზე და მისმა ისეთმა ფრაზებმა, როგორიც არის „ყოველი ხელისუფლება არის ადამიანზე ძალადობა“, საკუთარი წვლილი შეიტანეს საბჭოთა რეჟიმისადმი ერთგვარ პროტესტში.
სექციების სია |
სიუჟეტი [რედაქტირება]
გაზაფხულის თვეებში, სავსე მთვარისას თავად სატანა (ვოლანდის სახით) მოსკოვს თავის მოახლეებთან ერთად ეწვევა. ყველა ადამიანს, რომელთანაც იგი კონტაქტში შედის, ახასიათებს სიხარბე, ლოთობა, ეგოიზმი, მექრთამეობა, ტყუილი და ა.შ. ვოლანდის მსახურები თავის მხრივ, ხუმრობენ ასეთ ხალხთან მიმართებაში და მათ თავს ბევრ ფათერაკში ამოაყოფინებენ.
სიუჟეტის მეორე ხაზია ოსტატისა და მარგარიტას თემა. ოსტატმა დაწერა რომანი იესო ქრისტეს უკანასკნელ დღეზე, მაგრამ მოხვდა საგიჟეთში, რადგან ცენზორებმა და ლიტერატორებმა დაგმეს ეს ნაწარმოები და ჩათვალეს, რომ ავტორი გიჟი იყო.
მარგარიტა მისი შეყვარებულია, რომელიც ცდილობს, იპოვოს მისი კვალი მას შემდეგ, რაც ოსტატი გაქრა. ამის გამო ის ყველაფრისათვის არის მზად. მას გაეცნობა აზაზელო, ვოლანდის მსახური, რომელიც სთავაზობს ვოლანდის მეჯლისზე ერთი ღამით დედოფლად გარდაქმნას. ამ საღამოს მიწურულს მარგარიტა კვლავ ხვდება ოსტატს.
მესამე სიუჟეტური ხაზია თავად ქრისტეს ცხოვრების უკანასკნელი დღეები, მოთხრობილი ოსტატის სიტყვებით. ამ რომანში რეალური პერსონაჟების სახელები ოდნავ შეცვლილია.
რომანის დასასრულს ორივე სიუჟეტური ხაზი გადაიკვეთება - ოსტატი ათავისუფლებს თავისი რომანის ავტორს და პილატე, რომელსაც სწადია იეშუასთან (იესო) საუბარი და პატიების მიღება, როგორც იქნა, მშვიდდება და ცაში ადის. სიმშვიდეს არაამქვეყნიერ ცხოვრებაში ჰპოვებენ ოსტატი და მარგარიტაც.
რომანის ფილოსოფიური მხარე [რედაქტირება]
რომანის ერთ-ერთი სავარაუდო ახსნაა ბულგაკოვის პასუხი პოეტებსა და მწერლებს, რომლებმაც საბჭოთა კავშირში ათეიზმის პროპაგანდას ეწეოდნენ.
მწერლის ერთ-ერთ დამსახურებად ითვლება ლიტერატურის სამყაროში ებრაული დემონოლოგიის პერსონაჟების შემოყვანა, სსრკ-ში ღმერთის არსებობის უარყოფის საპირისპიროდ.
რომანის პერსონაჟთა განმარტების საშუალება არაერთია. ერთ-ერთი მთავარი იდეაა ის, რომ ბოროტი საწყისი (სატანა) სამყაროს მუდმივი ნაწილია, ისევე როგორც ჩრდილი, რომელიც მუდამ თან სდევს შუქს. სატანაც და ღმერთიც, პირველ რიგში, ადამიანში ცოცხლობენ. იეშუა, მაგალითად, ვერ განჭვრეტდა იუდას ღალატს (მიუხედავად პილატეს მინიშნებებისა), ვინაიდან ადამიანებში მხოლოდ კარგს ხედავდა. ასევე მან ვერ დაიცვა თავი, რადგან არ იცოდა, როგორ გაეკეთებინა ეს.
პერსონაჟები [რედაქტირება]
ადაპტაციები [რედაქტირება]
ეკრანიზაციები [რედაქტირება]
- პილატე და სხვები (გფრ, ტელეფილმი, 1972, 90 წთ..) — რეჟ. ანჯეი ვაიდა
- ოსტატი და მარგარიტა (იტალია, იუგოსლავია, 1972, 95 წთ.) — რეჟ, ალექსანდრე პეტროვიჩი
- ოსტატი და მარგარიტა (პოლონეთი, ტელესერიალი, 1988—1990, 4 სერია~370 წთ.) — რეჟ. მაჩეკ ვოიტიშკო
- შემთხვევა იუდეაში (ბრიტანეთი, ტელეფილმი, 1991) — რეჟ. პოლ ბრაიერსი
- ოსტატი და მარგარიტა (რუსეთი, 1994, 240 წთ/125 წთ. (4 სერია - 205 წთ.) — რეჟ. იური კარა
- ოსტატი და მარგარიტა (რუსეთი, ტელესპექტაკლი, 1996) — რეჟ. სერგეი დესნიცკი
- ოსტატი და მარგარიტა (უნგრეთი, მოკლემეტრ. ფილმი, 2005) — რეჟ. იბოია ფეკეტე
- ოსტატი და მარგარიტა (რუსეთი, ტელესერიალი, 2005, 10 სერია~500 წთ.) — რეჟ. ვლადიმირ ბორტკო
- ოსტატი და მარგარიტა, ნაწილი 1, თავი 1 (ისრაელი, ანიმაციური ფილმი, 2010, 33 წთ) — რეჟ. ტერენტი ოსლიაბა
- ოსტატი და მარგარიტა (რუსეთი, ანიმაციური ფილმი, 2013) - რეჟ. რინატ ტიმერკაევი
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ვიკიციტატაში არის სტატია: ოსტატი და მარგარიტა
|
||||||||||||||