ოსნე საიეშტადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოსნე საიეშტადი

ოსნე საიეშტადი (ნორვ. Åsne Seierstad დ. 10 თებერვალი, 1970) — ნორვეგიელი შტატგარეშე ჟურნალისტი და მწერალი, ცნობილია საომარ ზონებში ყოველდღიური ცხოვრების შესახებ წერილებით ქაბულიდან 2001, ბაღდადიდან 2003 და გროზნოდან 2006 წლებში.

პირადი და პროფესიული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საიეშტადი დაიბადა ოსლოში, მაგრამ ლილიეჰამერში გაიზარდა ფემინისტ მწერალ დედასთან, ლექტორ ფრიდის გულდალთან და მემარცხენე პოლიტიკოს მამასთან, პროფესორის ასისტენტ დაგ საიეშტადთან. დაამთავრა ოსლოს უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, სადაც შეისწავლა რუსული და ესპანური ენები. მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი. 1993-96 წლებში რუსეთიდან, ხოლო 1997 წელს ჩინეთიდან თანამშრომლობდა Arbeiderbladet-თან. 1998 წლიდან 2000 წლამდე მუშაობდა ეროვნული სატელევიზიო ქსელის NRK (Norsk Rikskringkasting) არხზე, რომელსაც სერბეთს მოწყვეტილი რეგიონიდან — კოსოვოდან აწვდიდა ინფორმაციას. იმ პერიოდს ეხება მისი პირველი წიგნი „მსოფლიოსთვის მიქცეული ზურგით — სერბეთის პორტრეტები“. ეს წიგნი განავრცო და ხელახლა გამოსცა 2004 წელს, როდესაც საიეშტადი კიდევ ერთხელ ეწვია სერბეთს. წიგნს სახელიც შეუცვალა, შეუმოკლა და მხოლოდ „სერბეთის პორტრეტები“ უწოდა, რაც ერთგვარი გზავნილი იყო საზოგადოებრიობისადმი, რომ სერბეთს ზურგი აღარ ჰქონდა შექცეული მსოფლიოსთვის.

როგორც ჟურნალისტმა საზოგადოებას თავი დაამახსოვრა საომარ ზონებში მომზადებული რეპორტაჟებით: ავღანეთში, ერაყსა და სულ ბოლოს ჩეჩნეთში, გარდა ამისა, ფართოდ გააშუქა 11 სექტემბრის ტერაქტი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ბესტსელერი „ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე“ საიეშტადის რიგით მეორე წიგნია, სადაც აღწერილია ქაბულში 2001 წელს თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ არსებული მდგომარეობა. ოსნე საიეშტადმა ერაყში ყოფნისას მიღებული შთაბეჭდილება აღწერა წიგნში „ასერთი დღე: ბაღდადის დღიური“, სადაც აღწერილია ჟურნალისტის მიერ ქვეყანაში გატარებული სამი თვე ამერიკის ჯარების შეჭრამდე 2003 წელს. მისი ბოლო ნაწარმოებია „გროზნოს ანგელოზი“, რომელიც ჩეჩნეთის ომს ეხება.

ოსნე საიეშტადი თავისუფლად ლაპარაკობს ხუთ ენაზე და „კარგი სამომხმარებლო ცოდნა“ აქვს დამატებით ოთხ ენაში. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ოსლოში.

ჰყავს ორი შვილი ნორვეგიელი ჟაზმუსიკოსისა და კომპოზიტორ Trygve Seim-სგან.

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები და სიგელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1999: Gullruten|Gullruten Award საუკეთესო რეპორტაჟისთვის კოსოვოდან.
  • 2001: Fritt Ord Honorary Award
  • 2002: Årets Frilanser Award from the Norwegian reporters association. Also received the Norwegian Booksellers' Prize.
  • 2003: Nominated for the 2003 Kurt Schork Award in International Journalism
  • 2003: The Peer Gynt and Den Store Journalistprisen which is the highest honour a reporter in Norway can receive.
  • 2004: The Bookseller of Kabul was shortlisted for the first Richard & Judy Best Read of the Year Award 2004.
  • 2004: Winner of EMMA (ეთნიკური მულტიკულტურული მედიაჯილდო), ლონდონი, 2004 წლის მაისი.
  • 2004: Prix de Libraires, France

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]