ოსმან ალი ხანი, აზაფ ჯა VII

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოსმან ალი ხანი, აზაფ ჯა VII (დ. 6 აპრილი, 1886 — გ. 24 თებერვალი, 1967) — ჰაიდარაბადისა და ბერარის სამეფოს უკანასკნელი ნიზამი (მმართველი).

აზაფ ჯა VII, რომელიც 50 წლის ასაკში 210,8 მლრდ აშშ დოლარს ფლობდა, ჰაიდერაბადისა და ბერარის სამეფოს უკანასკნელი მმართველი იყო. მოგვიანებით კი ეს რეგიონი ინდოეთმა დაიპყრო. თანამედროვეების აზრით, მისი უდიდებულესობა, რომელიც საკმაოდ პროგრესულად აზროვნებდა, სერიოზულად იღვწოდა მასების განათლებისთვის, მეცნიერებისა და მშენებლობის განვითარებისთვის. სწორედ მისი ძალისხმევით გახდა დაწყებითი განათლება აუცილებელი ყველა მოქალაქისთვის და თანაც მისივე ბრძანებით, ღარიბები ამ განათლებას ყოველგვარი საფასურის გარეშე იღებდნენ, ხოლო როდესაც აზაფ ჯა 37 წლის იყო, თავის სამეფოში რკინიგზა და ელექტრობა გაიყვანა. 1937 წელს აზაფ ჯა ჟურნალ Time Magazine-ის გარეკანზე, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსით გამოჩნდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]