ოსლოს საკათედრო ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოსლოს კათედრალი

ოსლოს საკათედრო ტაძარი ან ოსლოს კათედრალი (თავდაპირველად მაცხოვრის ეკლესია) დასრულდა 1697 წელს. მდებარეობს სტორტორვეტის მოედანზე კარლ იოჰანის ჭიშკრიდან ჩრდილო-დასავლეთით. კათედრალის ქვემო მხარე გარშემორტყმულია ბაზარით, რომელიც მოხრილი, გრძელი შენობაა და კირკერისტენი ეწოდება (დასრულებულია 1860 წელს. კარლ იოჰანის მხარეს სახანძრო საგუშაგოა განლაგებული, რომელიც ოსლოს უმთავრესი სახანძრო სადგური იყო 1860-დან 1939 წლამდე. კათედრალი, ბაზარი და კოშკი წითელი ფერის აგურით არის ნაგები. სახანძრო საგუშაგოს მწვანე სპილენძით გადახურული კოშკი აქვს. საკათედრო ტაძარი ნაგებია ლათინური ჯვრის ფორმით.

ოსლოს კათედრალი ქალაქის საეპისკოპოსოს უმთავრესი ეკლესია და ქვემოს ოსლოს სამრევლო ეკლესიაა. ნორვეგიის სამეფო ოჯახი და მთავრობა ოსლოს საკათედრო ტაძარს საზოგადო მოვლენების დროს იყენებს, მაგალითად, ქორწილების ან პანაშვიდების დროს.

ნიდაროსის საკათედრო ტაძარი ნორვეგიის არქიეპისკოპოსისთვის კათოლიკურ ხანაში მთავარი სამყოფელი იყო, ამიტომაც, ნიდაროსის კათედრალი ნორვეგიის ერთ-ერთ უმთავრეს ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.