ოსკარ პიტერსონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოსკარ პიტერსონი 1997 წელს

ოსკარ იმანუელ პიტერსონი (ინგლ. Oscar Emmanuel Peterson; დ. 15 აგვისტო, 1925, მონრეალი, კვებეკი, კანადა — გ. 23 დეკემბერი, 2007, ტორონტო, კანადა) — კანადელი ჯაზის პიანისტი და კომპოზიტორი. დუკ ელინგტონმა მას „კლავიატურის მაჰარაჯა“ უწოდა და ის საყოველთაოდ ჯაზის ისტორიაში ყველაზე ვირტუოზ პიანისტად არის აღიარებული.

ხუთი წლის ასაკში მამამ ტრომბონსა და პიანინოზე დაკვრა ასწავლდა. თუმცა, 7 წლის ასაკში ტუბერკულოზის გადატანის გამო, პიტერსონი იძულებული გახდა მხოლოდ ფორტეპიანოთი შემოფარგლულიყო. კარიერის განმავლობაში თანამშრომლობდა მრავალ გამოჩენილ ჯაზის მუსიკოსთან, მათ შორის იყვნენ დეივ ბრუბეკი, რეი ბრაუნი, ბენ უებსტერი, ლუი არმსტრონგი, კაუნტ ბეისი და სხვ.

2004 წელს ტორონტოს ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანს მისი სახელი დაარქვეს.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: