ოსკარის 85-ე დაჯილდოების ცერემონია — საუკეთესო ფილმებისა და კინოხელოვანების რიგით 85-ე დაჯილდოება კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის პრემიით. ცერემონია გაიმართა 2013 წლის 24 თებერვალს დოლბის თეატრში, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში[2] და მასში მონაწილეობა მიიღეს 2012 წელს გამოსულმა ფილმებმა. ოსკარის დაჯილდოებას აშშ-ში გადასცემდა ABC. შოუს მასპინძელი იყო სეთ მაკფერლეინი. ამ დაჯილდოებაზე ყველაზე მეტი, 12 ნომინაცია მიიღო სტივენ სპილბერგის ფილმმა „ლინკოლნმა“.