ოსეთ-ინგუშეთის კონფლიქტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოსეთ–ინგუშეთის კონფლიქტი
Prigorodnij rajon RSO-A.png
კონფლიქტის რეგიონი – პრიგოროდნის რაიონი
თარიღი 30 ოქტომბერი, 1992 - 6 ნოემბერი, 1992
მდებარეობა პრიგოროდნის რაიონი, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა-ალანია, ინგუშეთის მოსაზღვრედ
შედეგი ინგუშების მასიური დევნა პრიგოროდნის რაიონიდან
მხარეები
სამხრეთ ოსეთის დროშა ოსური მილიცია და უსაფრთხოების ძალები
სამხრეთ ოსეთის დროშა რესპუბლიკური გვარდია
Flag of Russia (1991-1993).svg რუსეთის არმია
Flag of Ingushetia.svg ინგუშეთის მილიცია
დანაკარგები
192 დაღუპული[1]
379 დაჭრილი[1]
350 დაღუპული[2]
457 დაჭრილი[3]
65,000 ინგუში დევნილი
9,000 ოსი დევნილი[2]

ოსეთ-ინგუშეთის (ან პრიგოროდნის) კონფლიქტი ეწოდება შეიარაღებულ დაპირისპირებას, ოს და ინგუშ მოსახლეობას შორის. ოსები, როგორც მორალურ, ისე მატერიალურ დახმარებას იღებდნენ რუსეთის ფედერაციისგან. ომის მსვლელობისას, პრიგოროდნის რაიონიდან განდევნილ იქნა 60,000 ადგილობრივი ინგუში.

ისტორია[რედაქტირება]

1924 წელს, შეიქმნა ინგუშეთის ავტონომიური მხარე, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა პრიგოროდნის რაიონი, ვლადიკავკაზის იმ ნაწილის ჩათვლით, სადაც მეტწილად ინგუში მოსახლეობა ცხოვრობდა.

1934 წელს, ინგუშეთის ავტონომიური მხარე მიუერთდა ჩეჩნეთის ავტონომიურ მხარეს და შეიქმნა – ჩეჩენ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წელს, სტალინის ბრძანებით, ჩეჩნები და ინგუშები სრული რაოდენობით გაასახლეს შუა აზიასა და ციმბირში. უმოსახლოდ დარჩენილი პრიგოროდნის რაიონი კი ჩრ. ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკას მიაერთეს. ხოლო ჩეჩენ-ინგუშეთის სამხრეთ ტერიტორიები გადაეცა საქართველოს სსრ-ს.

1957 წელს, სამშობლოში დაბრუნებული ინგუშები ისევ დასახლდნენ პრიგოროდნის რაიონში, თუმცა ეს უკანასკნელი მაინც ჩრ.ოსეთის ნაწილი იყო. ხოლო საქართველოს სსრ-მ ინგუშებს უპრობლემოდ დაუთმო ტერიტორიები.

კონფლიქტი მას შემდეგ გაღმრმავდა, რაც ინგუშებმა პრეტენზია წამოაყენეს პრიგოროდნის რაიონზე.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ინგუშ-ოსური კონფლიქტი: მოვლენების ქრონიკული აღწერა“, Inca Group "War and Peace", 08.11.08. 
  2. 2.0 2.1 რუსეთი: ინგუშ-ოსური კონფლიქტი პრიგოროდნის რაიონში, Human Rights Watch (აპრილი, 1996) ISBN 1564321657
  3. Prague Watchdog Report, გამოქვეყნებულია 28 ივლისი, 2006