ორჩილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ორჩილა

ორჩილას საზღვაო სანაპირო
გეოგრაფია
მდებარეობა კარიბის ზღვა
კოორდინატები 11°48′ ჩ. გ. 66°10′ დ. გ. / 11.800° ჩ. გ. 66.167° დ. გ. / 11.800; -66.167
ფართობი 40 კმ²
სიგრძე 11 კმ
სიგანე 5 კმ
უმაღლესი წერტილი 139 მ

ორჩილა (ესპ. La Orchila) — კუნძული კარიბის ზღვაში. ეკუთვნის ვენესუელას. ვენესუელის დედაქალაქ კარაკასიდან დაშორებულა 180 კილომეტრით. ფართობი დაახლოებით 40 კმ².

კუნძულზე განთავსებულია სამხედრო-საზღვაო ბაზა — ვენესუელის სამხედრო-საზღვაო ძალები (აეროდრომით) და ვენესუელის პრეზიდენტის რეზიდენცია.[1]

1938 წელს ორჩილა სხვა კუნძულებთან ერთად გადავიდა ფედერალურ დაქვემდებარებაში (რომელიც იმავე წელს იყო შექმნილი). 1950 წლამდე კუნძული დასახლებულად ითვლებოდა, რომლის მოსახლეობა შეადგენდა 121 კაცს. ვენესუელის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწის გენერალ მარკოს პერეს ხიმენესის მმართველობის დროს ორჩილას მცირერიცხოვანი მოსახლეობა გადაასახლეს. მარკოს პერეს ხიმენესის დროს კუნძულზე აშენდა დაახლოებით 32 სამხედრო ობიექტი და რამდენიმე პატარა სახლი; მათ შორის იყო პრეზიდენტის რეზიდენცია.

2002 წელს ვენესუელაში სახელმწიფო წარუმატებელი გადატრიალების შემდეგ, პრეზიდენტი უგო ჩავესი ორჩილაზე დაპატიმრებული იყო.[2]

2008 წლის 17 მაისს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა დაარღვიეს ვენესუელის საჰაერო სივრცე, რის შემდეგ მთავრობის მიერ გამოთქმული იყო პროტესტი. თუმცა პენტაგონმა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სივრცის დარღვევის მიზეზად სანავიგაციო შეცდომა დაასახელა.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]