ორტა (ტბა)
| ორტა | |
|---|---|
| Lago d’Orta | |
| კოორდინატები:
/ |
|
| მდებარეობა | |
| სიგრძე | 13,4 კმ |
| სიგანე | 2,5 კმ |
| ფართობი | 18,2 კმ² |
| მაქსიმალური სიღრმე | 143 მ |
| საშუალო სიღრმე | 71,6 მ |
| აუზის ფართობი | 116 კმ² |
| გამომდინარე მდინარე | ნიჯოლია |
ორტა (იტალ. Lago d’Orta) — ტბა ჩრდილოეთ იტალიაში, ლაგო-მაჯორეს დასავლეთით.
ამჟამინდელი სახელი ტბას XVI საუკუნიდან ეწოდება, მანამდე კი ლაგო-დი-სან-ჯულიოს (Lago di San Giulio) ეძახდნენ წმინდა იულიუს ორტელის (IV ს) პატივსაცემად, რომელიც რეგიონის მფარველად მიიჩნევა. ტბის პოეტური სახელია კუზიო. მისი სამხრეთი კიდე ტურინი-მილანის სარკინიგზო ხაზის სიახლოვეს მდებარეობს.
ტბის პეიზაჟი ხასიათით იტალიურია, მასში მდებარე სან-ჯიულიოს კუნძულზე განლაგებულია რამდენიმე თვალწარმტაცი ნაგებობა, მისი სახელიც წმინდა იულიუს ორტელს იკავშირდება, რომელიც ამ კუნძულზე IV საუკუნეში ცხოვრობდა.
ტბის გარშემო მდებარეობს პატარა ქალაქი ორტა-სან-ჯულიო, რომელიც გაშენებულია ნახევარკუნძულზე, ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს კომუნა ომენია, აღმოსავლეთით — პეტენასკო, დასავლეთით კი პელა. სავარაუდოდ, ორტის ტბა წყლის უფრო დიდი მასის ნარჩენია, რომლიდანაც მდინარე ტოკე გამოედინებოდა სამხრეთის მიმართულებით. როდესაც მყინვარებმა უკან დაიხია, მათი ადგილი წყალმა დაიკავა.