ორი წმინდა მეჩეთის მცველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ორი წმინდა მეჩეთის მცველი (არაბ. خادم الحرمين الشريفين Ḫādim al-Ḥaramayn aš-Šarīfayn) — აიუბიდების, ეგვიპტის მამელუქი სულთანების მიერ შემოღებული ისტორიული ტერმინი. ასევე იყენებდნენ ოსმალეთის სულთნებიც. 1986 წელს ტერმინის გამოყენება აღადგინეს საუდის არაბეთის მეფეებმა.[1]

სელიმ I-ის თურქული მინიატურა

ოსმალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსმალეთის იმპერიაში ტერმინი გამოიყენებოდა სელიმ I-დან მეჰმედ VI-მდე.

საუდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეისთვის ის ცნობილია როგორც საუდის არაბეთის მეფეების ტიტული, რომელიც აღნიშნავს მათ როლს მუსლიმანების ორი მთავარი მეჩეთის მასჯიდ ალ-ჰარამის მექაში და მასჯიდ ალ-ნაბავის მედინაში დაცვაში.[2]

პირველი საუდი მეფე რომელმაც ეს ტიტული 1986 წელს აიღო იყო ფაჰდი ბინ აბდულ-აზიზი.[1] ფაჰდიმ მანამდე წოდება "მისი უდიდებულესობა" შეცვალა ტერმინით "ორი წმინდა მეჩეთის მცველი". მისი მომდევნო და საუდის არაბეთის დღევანდელი მეფე სალმან ბინ აბდულ-აზიზიც იგივე წოდების მატარებელია.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Wood, Paul (August 1, 2005). „Life and legacy of King Fahd“. BBC News. ციტირების თარიღი: April 6, 2011.
  2. 2.0 2.1 Custodian of the Two Holy Mosques King Abdullah bin Abdulaziz. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 12, 2018. ციტირების თარიღი: April 6, 2011.