ორი პაუთლ დირასონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ორი პაუთლ დირასონი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 4 ივლისი, 1977 (1977-07-04) (46 წლის)
დაბ. ადგილი ისლანდია
ჟანრ(ებ)ი
ინსტრუმენტ(ებ)ი დასარტყმელი საკრავები, კლავიშებიანები
აქტიური 1999–დღემდე
ორი პაუთლ დირასონი ვიკისაწყობში

ორი პაუთლ დირასონი (ისლ. Orri Páll Dýrason, დ. 1977 წლის 4 ივლისს) — ისლანდიური პოსტ-როკ ჯგუფ Sigur Rós-ის დრამერი.

ჯგუფს შეუერთდა 1999 წელს, ალბომ Ágætis byrjun-ის ჩაწერის შემდეგ, როდესაც წინა დრამერმა, აუგუსტ აივარ გუნარსონმა კოლექტივი დატოვა.

დაქორწინდა ლუკა სიგურზარდოტირზე, ჰავაიზე 2005-ში. ჰყავთ ვაჟი, რომელიც დაიბადა 2010 წლის იანვარში, აგრეთვე ქალიშვილი, ვაკა, რომელსაც ჯგუფის ერთ-ერთი სიმღერა მიეძღვნა.[1] ორი ცოლთან ერთად ცხოვრობს მოსფეთლსბაირის გარეუბანში, რომელიც რეიკიავისგან და Sigur Rós-ის სტუდიისგან მოშორებით მდებარეობს. ლუკა იოუნსი ბირგისონის შეყვარებულ ალექს სომერსთან ერთად ჯგუფისთვის ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. sigur rós - lyrics. sigur-ros.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 დეკემბერი 2008. ციტირების თარიღი: 10 January 2009.