ორია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორია (მრავალმნიშვნელოვანი).

ორია, უტკალი — ეთნიკური ჯგუფი ინდოეთში, შტატ ორისის ძირითადი მოსახლეობა. რაოდენობა — 33 მლნ ადამიანზე მეტი. ენა — ორია, ეკუთვნის ინდოევროპული ენობრივი ოჯახის ინდოირანული შტოს ინდოარიული ჯგუფის აღმოსავლეთ ქვეჯგუფს. ორიის წინაპრები ძველად დასახლებული იყვნენ კალინგაში, შემდეგ შედიოდნენ მაურიების იმპერიის, გუპტის იმპერიის, ჰარშის (VII საუკუნე) შემადგენლობაში, XVI-XIX საუკუნეებში კი — დიდ მოგოლთა იმპერიაში. დამოუკიდებელ ინდოეთში ორიის ეროვნული ტერიტორია გამოყოფილია ცალკე შტატად. ორიის ხალხის 90%-ზე მეტი ცხოვრობს სოფლებში და დაკავებულია მიწათმოქმედებით (ძირითადად ბრინჯი და ფეტვი); აგრეთვე ამუშავებენ პალმებსა და ბეტელს. ორია — მარჯვე ოქრომჭედლები და ქვის მჭრელები არიან. რელიგიის მიხედვით დაახლოებით 95% ინდუისტია. ორიის ტაძრებს ბჰუბანეშვარში, პურსა და კონარაკში ინდური ხელოვნების საუკეთესო მაგალითებს მიაკუთვნებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Народы Южной Азии. - М., 1963.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ორია&oldid=2439156“-დან